მასწავლებლის ახალი სახელფასო ფორმულა არსად ჩანს – განათლების მინისტრი „უპრეცედენტო მატებას“ ისევ ადასტურებს
მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის გამოქვეყნებას განათლბის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მისი დაანონსებიდან არაერთი თვის შემდეგ, 2024 წლის აპრილის თვეშიც არ ჩქარობს, რამაც პედაგოგებში ეჭვები გააძლიერა, რომ “მასწავლებლებს ისევ მოატყუებენ”.
საკითხზე ბოლო საჯარო განცხადება განათლების მინისტრმა 3 აპრილს გააკეთა, თუმცა ახალ სახელფასო ფორმულაზე, მისი გამოქვეყნების ვადაზე ან შინაარსზე არც ამჯერად უსაუბრია.
აი, რა თქვა მასწავლებელთა სახელფასო მატებისა და პროფესიული განვითარების შესახებ გიორგი ამილახვარმა:
“ზგემის (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები) განახლებული დოკუმენტის დამტკიცების პარალელურად, ჩვენ გააზრებული გვაქვს ყველა ის პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მასწავლებლის როლი ამ მიზნების განხორციელების პროცესში და მასწავლებელს, პირველ რიგში, სჭირდება ღირსეული ანაზღაურება, რომ ის იყოს მოტივირებული, დაფასებული და ჰქონდეს შესაბამისი შრომის ანაზღაურება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად დავიწყეთ.
“წელს პირველად, პირველი ივლისიდან, პედაგოგების ხელფასების უპრეცედენტო ზრდა ხდება. მეორეს მხრივ, ჩვენ შესაბამისად ვაწყობთ სისტემას, რათა პედაგოგების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება პირველ რიგში პასუხობდეს ამ მიზნების განხორციელებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს შევთავაზებთ სრულიად განახლებულ კვალიფიკაციის ამაღლების მიდგომებსა და შინაარსს, ვიდრე აქამდე იყო და მათ შორის შევთავაზებთ ისეთ ღირსეულ ანაზღაურებას, რომლის მსგავსი ზრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მე არ მახსენდება.
ამავე თემაზე:
რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან