GE

მასწავლებლის ბლოგი აცრების აუცილებლობის შესახებ – „მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ აცრები ერის გადაშენებისთვისაა მოგონილი!“

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხა. ბრძანებაში ჩამოთვლილი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებისთვის კი სავალდებულო გახდა სხვადასხვა ტიპის აცრების ჩატარება. აღნიშნულმა აჟიოტაჟი გამოიწვია რიგ პედაგოგებში და სკოლებშიც კი, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, პანიკა იყო. სტატიის გამოხმაურებებშიც ნათლად ჩანდა, რომ პედაგოგების დიდი ნაწილი უნდობლობით უყურებს აცრების საჭიროებას და არ სურს ვაქცინაცია.

საკითხზე ერთ–ერთი საჯარო სკოლის უცხოური ენის პედაგოგმა თამარ ცანავამ საკუთარი პოზიცია ვრცელი ბლოგის სახით ჩამოაყალიბა, რომელსაც EDU.ARIS.GE გთავაზობთ:

„დიდი ხანია მინდა ამის შესახებ დავწერო და ცოტათი მაინც დავამშვიდო ის შეშინებული საზოგადოება, რომელსაც ჰგონია რომ აცრები კლავს და ჩვენი ერის გადაშენებისთვისაა მოგონილი. დავიწყოთ:

1. აცრა კაცობრიობის ერთ-ერთი მიღწევაა, რომლის გამოგონების შემდეგ მსოფლიოში ადამიანთა და განსაკუთრებით ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

2. არსებობს ე.წ.ცოცხალი და მკვდარი ვაქცინები. ცოცხალია მაგ. წითელა, წითურა.

მკვდარია – გრიპის სეზონური ვაქცინა.

3. სავალდებულო ანუ გეგმიურ ვაქცინებს ასე თუ ისე ყველა იტარებს (როცა არ ჩატარდა 90-იანებში მის შედეგს ახლა ვიმკით. და კიდევ 2008-შიც რომ ჩაიშალა კამპანია წითელა-წითურაზე მაგის შედეგიცაა წელს რაც ხდება. მე ავიცერი მაშინ 2008–ში და ვაიმე უშვილობას იწვევსო და რავიცი არ დავრჩენილვარ უშვილოდ).

4. უფრო განვავრცობ გრიპის აცრას- ეს ვაქცინა 1930-იანი წლებიდან უკვე შეიმუშავეს მეცნიერებმა, რადგან 1918 წლიდან ესპანეთში გავრცელებულ “ესპანურ გრიპს”(ახლა ღორის გრიპი) ვერაფერი ეშველა. ვაქცინა საუკეთესო გამოდგა ამ გრიპის წინააღმდეგ და მას შემდეგ ის აქტიურად გამოიყენებოდა ევროპასა და ამერიკაში. ახლა უკვე გეგმიურ ვაქცინებშიც კი შედის გარკვეულ ქვეყნებში. ვაქცინის შედეგად დაღუპული ან დაინვალიდებული ადამიანების შესახებ დღიდან მისი გამოყენებისა არ არსებობს ჩანაწერები. თუმცა უკუჩვენებაში (როგორც ყველა პრეპარატს აქვს) მასაც უწერია რომ 10 000-დან ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. Guillain–Barré syndrome (მოკლედ რომ ავხსნა კუნთების დაზიანება), თუმცა ასეთი გვერდითი ეფექტიც არ დაუფიქსირებია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. მხოლოდ 5-10% ბავშვებში შეიძლება ოდნავ ტემპერატურა გამოიწვიოს, რაც ყველამ ვიცით, რომ სხვა გეგმიური აცრების დროს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ იგიჟებს ამის გამო არავინ თავს.

მოკლედ, ეს ვაქცინა 60%–დან ამცრებს რისკს იმისა, რომ სეზონური გრიპით დაავადდებით ან შეგხვდებათ მაგრამ იოლ ფორმებში გადაიტანთ (პირადად ჩემზე ვცდი მესამე წელია და როცა ვიცრები იმ წელს სრულიად ჯანმრთელი ვარ მთელ გრიპის სეზონზე) რაც შეეხება ბავშვებს, ჩემ შვილსაც ასევე იოლად გადააქვს ბაღიდან მოტანილი ყველა ვირუსი (როცა მისი ჯგუფელები გადასხმებს იკეთებდნენ და კვირაობით იწვნენ საავადმყოფოში, ამან სახლში გადაიტანა ქუნთრუშა, რომელიც ასევე ბ ტიპის ბაქტერიაა და აცრილი რომ არ მყოლოდა წარმოდგენაც არ მინდა როგორ გაწვალდებოდა).

5. ახლა იმ რისკ ჯგუფებზე, ვინც უნდა აიცრას სეზონური ვაქცინით, ესენია:

1. ბავშვები 6 თვიდან 5 წლამდე (სასურველია ბაღში წასვლის პირველ წელს და უფრო იმ ბავშვებისთვის ვისაც აქვს სუსტი იმუნიტეტი, ფილტვები, ბრონქები და ა.შ.)

2. ორსულები (აუცილებელია)

3. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს (ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, ბრონქების და ა.შ.)

3. 60 წელს ზემოთ ადამიანები

4. ისეთ სამსახურში მომუშავე ადამიანები, ვისაც ყოველდღიური კონტაქტი აქვს ბავშვებთან, ავადმყოფებთან და ნუ ბევრ ხალხთან. (ექიმები, პედაგოგები, შსს და ა.შ.)

მოკლედ, სხვა კიდევ ბევრი რამე შემიძლია მოგაწოდოთ ამ ვაქცინის შესახებ, მაგრამ შეიძლება, ზოგს ჩემს კომპეტენციაში ეჭვი შეეპაროს, ამიტონ აქვე ლინკს დაგიტოვებთ ერთ-ერთი უძლიერესი ექიმი კომაროვსკის, სადაც ძალიან საინტერესოდ ხსნის ყველაფერს, მათ შორის იმასაც, თუ საიდან წამოვიდა ანტივაქცინაციის კამპანია მსოფლიოში.

6. არსებობს ორი ტიპის ვაქცინა – სპრეი და ნემსი. ჩვენთან ნემსით კეთდება. საზღვარგარეთ ორივეა. ჩვენთან შემოდის ფრანგული (ვაქსიგრიპი) ან ჰოლანდიური (ინფლუვაკი), რომლებიც სრული სტანდარტის დაცვით შემოდის (შემომტანია ავერსი, ჯიპისი და ჯანდაცვის სამინისტრო) და ხსნიან მომხმარებლის წინ და ინსტრუქციაც შეგვიძლია წავიკითხოთ რუსულად ან ინგლისურად. ფასი მერყეობს 30-60 ლარამდე (ევექსში 30-35, კერძო კლინიკებში 60-65). საზღავრგარეთ 5-7 დოლარი/ევრო ღირს ან ზოგან გეგმიურშია და უფასოა. იმდენად უსაფრთხოა რომ შეგვიძლია აფთიაქშიც შევიძინოთ და ჩვენით გავიკეთოთ (ბევრი ასეც იქცევა).

მითი იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყნის გადაშენებისთვისაა შემოტანილი, ალოგიკურია, რადგან ვინმეს თუ ჩვენი გადაშენება უნდა გეგმიურ-ცოცხალ ვაქცინებში შეაპარებენ მომაკვდინებელ პრეპარატებს და კიდეც გადაგვაშენებენ (მემგონი ვინც აზროვნებს ამას ისედაც მიხვდება თუ დაფიქრდება).

ჰოდა, ძალიან გამიგრძელდა და ჩემო კარგებო, განათლებულო საზოგადოებავ, დაიხშეთ ტყუილი შიშები იმის შესახებ რომ გვკლავენ და გვებრძვიან. დამიჯერეთ სრულიად არავის ადარდებს ერთი 3–მილიონიანი ერი, რომელიც ისედაც გადაშენების პირასაა თავისი დაუდევრობის, კანონთა არდამორჩილების და დანგრეული სისტემის გამო. კარგი იქნება ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგები ჩაუტაროს საჯარო მოხელეებს და დეტალურად აუხსნან ყველაფერი, აიცრან ხალხის თვალწინ, რომ ეს შიში, თითქოს გვანადგურებენ, გაიფანტოს.

კიდევ ერთ რამეს გთხოვთ, ისწავლეთ გრიპის და გაციების გარჩევა რომ არ გეგონოთ აიცერით და მაინც შეგხვდათ გრიპი (როცა სინამდვილეში გაციებული ხართ). იცოდეთ, გრიპის ვაქცინა შედგენა რამდენიმე შტამისგან და თქვენი შეშფოთება იმის შესახებ, თუ საიდან იციან რა გრიპი მოდის მომდევნო წელს, სრულიად მარტივი ასახსნელია. ა და ბ ტიპის გრიპის ვირუსი, ქათმის და ღორის გრიპი ეს აუცილებელი შტამები შედის გრიპის ვაქცინებში. ეს შტამებია ამჟამად საშიში და მომაკვდიებელი და დარწმუნებულები იყავით თუ კიდევ განიცდის მუტაციას, აუცილებლად დაამატებენ სხვა შტამებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დამაკვირდით რამდენი წელი ვიცოცხლებ გრიპისგან აცრილი და ახლა იმ ძაღლივით, მანქანა რომ გაიტანს და სოკოს დააბრალებენ, ისე ნუ შეგეშინდებათ თქვენც, მე თუ ჩემი სიკვდილით მოვკვდები.

პ.ს. ჩემი შვილი ამქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარს და როცა მას ვცრი, ე.ი. ყველა კომპეტენტური ექიმისთვის (პროფესორებისთვის) მაქვს აზრი ნაკითხი და ალმაცერად ყურება და შემოპარება, რომ მე ჩემს შვილს სასიკვდილოდ ვწირავ ცოტა ზედმეტად და უგუნურობად მეჩვენება. ჰო, კიდევ, კარგი იქნება, თუ ექიმებიც ერთ აზრზე შეჯერდებიან და სწორად მიიტანენ ინფორმაციას პაციენტებამდე (და მხოლოდ იმაზე არ იქნებიან ორიენტირებულები, რაც შეიძლება მეტი წამალი “გაასაღონ” ზამთარში, რადგან აცრილი პაციენტები სტატისტიკურად ნაკლებ წამალს ყიდულობენ).

ამავე თემაზე:

პედაგოგები, მოსწავლეები, აღმზრდელები და სტუდენტები – ვისთვის გახდა სავალდებულო აცრა წითელაზე და არა მხოლოდ!

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება წითელას ვირუსთან დაკავშირებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური