მასწავლებლის გამოცდაზე დაგვიანებული მამაკაცი ცენტრის თანამშრომლებს დაუპირისპირდა – ინციდენტი 103-ე საჯარო სკოლასთან

დღეს, 20 ივლისს, მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე დაგვიანებული აპლიკანტი 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრის დაცვის და სხვა თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ადგილზე ოჯახთან ერთად მივიდა და მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ დაგვიანებულს საგამოცდო პროცესზე არ შეუშვებდნენ, გაღიზიანდა. სიტყვიერი შელაპარაკება დაცვის თანამშრომლებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„ორი წუთის დაგვიანების გამო, გამონაკლისი ხომ შეიძლება?! მე თვითონ გამოცდებს ვატარებ, ყველას ვუშვებ. შეუძლებელი არაფერია. ზუგდიდიდან მოვდივარ ამ გამოცდის გამო და მეუბნებით, რომ გამონაკლისი არ არსებობს?! შეიძლება, თქვენს ისტორიაში არ არსებობს გამონაკლისი, მაგრამ სტატისტიკას ნუ მოიშველიებთ და ნუ ამბობთ, რომ არ არის! სტატისტიკა მომიტანე, რომ ამის (დაგვიანებულის შეშვების ავტ.) პრეცედენტი არ ყოფილა! თქვენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი. სად გადმოგიტანიათ ცენტრი, ძლივს მოვაგენი!”, – მიმართავდა მასწავლებლის საგნის გამოცდაზე მისული მამაკაცი ცენტრის თანამშრომლებს.
დაგვიანებული აპლიკანტი ცენტრში შეშვებას კატეგორიულად მოითხოვდა და დაცვის თანამშრომლებს მოუწოდებდა, „თუ უნდოდათ, პატრულიც გამოეძახებინათ”.
103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით კი, დაგვიანებულის გამოცდაზე დაშვება შეუძლებელია.
„თქვენ დააგვიანეთ ერთი საათით და 10 წუთით, რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. დაშვება შეუძლებელია. თქვენ შეგიძლია მიჩივლოთ, არ არსებობს გამონაკლისი”, – განუმარტა ცენტრის ხელმძღვანელმა დაგვიანებულ მამაკაცს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივლისს, მასწავლებლების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან /და საშუალო საფეხური), მათემატიკაში (საბაზო ან /და საშუალო საფეხური) და სომხურ ენაში ტარდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა თამარ შუკვანმა
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025
-
„გამოცხადდება კონკურსი“ – განათლების სამინისტროს გეგმით, დირექტორი, ყველა საჯარო სკოლას 2027 წელს უნდა ჰყავდეს by ARIS.GE-განათლება 4 აპრილი, 2025
-
განათლების სამინისტრო 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტს აქვეყნებს – დოკუმენტი და საჯარო განხილვების ვადა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 3 აპრილი, 2025