მასწავლებლის ხელფასი სერტიფიცირებაზე იყოს დამოკიდებული და არა დატვირთვაზე – ოპოზიციის მოთხოვნა მინისტრს
საპარლამენტო ოპოზიციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან კონკრეტული მოთხოვნა აქვს. საკითხი მასწავლებლისთვის ხელფასის გაცემის პრინციპს ეხება.
განათლების კომიტეტის წევრმა უმცირესობიდან სერგო რატიანმა, დღევანდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე თქვა, რომ მიუხედავად ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებისა, მასწავლებლებს ხელფასი არ გაეზარდათ, რადგან ხელფასი არ არის დამოკიდებული სერტიფიცირებაზე. საპასუხოდ კი, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ხელფასი დამოკიდებულია დატვირთვაზე. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ოპოზიცია მოვითხოვს განათლების მინისტრმა შეიტანოს ცვლილება კანონში და ხელფასი დამოკიდებული იყოს სერტიფიცირებაზე.
“43 000 მასწავლებელს არ გაზრდია ხელფასი და ეს დაპირება იყო ჩვეულებრივი ტყუილი. მაგრამ, საქმე გაცილებით უფრო პრობლემურია, რადგან ჩვენ გვყავს 15 000 მასწავლებელი, რომელიც რეალურად არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და რეალურად მას შეიძლება ქონოდა 800 ლარი და მეტი, მაგრამ, რადგანაც ხელფასი მიბმული არის არა სერტიფიცირებაზე, არა იმაზე, რომ ადამიანმა ჩააბარა, მოიპოვა ეს სერტიფიკატი და ის უნდა უზრუნველყოს სკოლამ და სახელმწიფომ, რომ მას ჰქონდეს სრული დატვირთვა; ამის მაგივრად, არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, რეალურად ხელფასი მიბმული არის დატვირთვაზე და სე ქმნის იმ პარადოქსულ ვითარებას, რომ 15 000 მასწავლებელიდან 800 ლარს და მეტს ღებულობს მხოლოდ 8 000 მასწავლებელი 60 ათასიდან. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს არ უწყობს ხელს თუნდაც იმას, რომ მოტივაცია იყოს ჩაბარების და სერტიფიცირების მოპოვების, იმიტომ, რომ თუ მას სახელმწიფომ არ შეუვსო ეს საათები, მას მაინც არ ეზრდება რეალურად ხელფასი.
“ამიტომ მოვითოვთ, იმ ბრძანებაში, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს, განათლების მინისტრმა შეიტანოს ცვლილება და ხელფასი დაკავშირებული იყოს სერტიფიცირებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე მიეცეთ საშუალება მასწავლებლებს, რომ მიიღონ ის თანხა, რომელიც განუსაზღვრა მათ სახელმწიფომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთი რეალური ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან კატეგორიული მოთხოვნები, რომ ეს ბრძანება იყოს შეცვლილი. დღეს მასწავლებლები არიან მოტყუებული”,– განაცხადა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე.
რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება