საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება
მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ამისათვის კონკრეტული დრო დადგენილი არ არის.
„წარსულში საბაზო ხელფასმა რამდენჯერმე მოიმატა და ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების მატებასთან ერთად, გაზრდას შემდგომშიც ვაპირებთ,“–თქვა ჯეჯელავამ.
დღეს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში 384 ლარი და 75 თეთრია.
მასწავლებლის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს შესახებ გამოცემულ ბრძანებაში 2015 წლის შემდეგ 2 ცვლილება განხორციელდა ერთ შემთხვევაში მოიმატა მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატმა. მეორედ კი გაიზარდა საბაზო ხელფასი. კერძოდ ბრძანებაში ვკითხულობთ:
თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით საბაზო თანამდებობრივი სარგო 405 ლარს უტოლდება.
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა კი ასე გამოიყურება:
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 180 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 270 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 400 ლარით.“
სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 6 ლარის ოდენობით.
800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს
გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება
“პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”
მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი 142 ლარით განისაზღვრა
თაკო არის© მათეშვილი
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება