GE

მე–11 კლასის ქიმიის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 6% ჩაიჭრა

2018 წლის საატესტატო გამოცდები მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის დღეს ქიმიის გამოცდით დასრულდა. მათ საატესტატო გამოცდები 4 საგანში – გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარეს.

არსებული ინფორმაციით, ქიმიაში მინიმალური ზღვარი მოსწავლეთა დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა იმნდაძემ განუცხადა, წელს საატესტატო გამოცდებზე დაახლოებით 39 000–მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი (5,5), შესაძლებლობა ექნებათ, რომ მომავალ წელს იგივე საგანი/საგნები მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებთან ერთად ჩააბარონ.

მე–11 კლასის ფიზიკის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 13% ჩაიჭრა

მე–11 კლასის ბიოლოგიის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 5% ჩაიჭრა

მე–11 კლასის გეოგრაფიის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 2% ჩაიჭრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური