მე–12 კლასის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე გაუქმდა მე–11–სთან ერთად – მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ მე–12 კლასის გამოცდებიც, როგორც მე–11 კლასში წელსვე მოიხსნება.
“მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები სკოლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. მინდა კარგად ავხსნა თუ რა არის რეფორმის ამ ნაწილის მთავარი ფოკუსი. ეს არის სკოლის გაძლიერებისკენ მიმართული. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ.
“ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით -2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებს. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ 2019 წლის აბიტურიენტები წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს.
-
ოქროსა და ვერცხლის მედლებს ბოლო ორი სასწავლო წლის 15 ათასამდე კურსდამთავრებული ელოდება – რას პასუხობს „საგანმანათლებლო რესურსები“ EDU.ARIS.GE-ს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება