მიეცი შენი ხმა ფავორიტ ფოტოს – ჟიური EDU.ARIS.GE კონკურსის „ბოლო ზარის არტი 2025“ გამარჯვებულებს გამოავლენს
EDU.ARIS.GE-ს კონკურსი „ბოლო ზარის არტი 2025“ დასასრულს უახლოვდება. წლევანდელ კურსდამთავრებულთა პერანგებზე/წინსაფრებზე გამოსახული საინტერესო კადრების მიღება 31 მაისს დასრულდა. კონკურსში 149 ნამუშევარი მონაწილეობს. ახლა კი ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს.
თქვენ კი ჯერ ისევ გაქვთ დრო, რომ წვლილი შეიტანოთ თქვენი ფავორიტის გამარჯვებაში. მოიწონოთ სასურველი ფოტო, ვინაიდან ჟიური გადაწყვეტილების მიღებისას “Like”- ბის რაოდენობასაც გაითვალისწინებს.
გადადი ფოტოალბომზე და მოიწონე სასურველი: „ფოტოები – ბოლო ზარის არტი 2025“
გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური 2025 წლის 7 ივნისს გამოაცხადებს.
2025 წლის გამარჯვებულები პრიზებს კონკურსში მონაწილე პერანგის/მაისური/წინსაფრის წარმოდგენის შემდეგ მიიღებენ. სამახსოვროდ გადაღებული სურათები კი EDU.ARIS.GE-ს დიდების დარბაზში შეინახება!
გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს საავტორო პერანგით ARIS.GE-ს ოფისში და გადაიღოს სამახსოვრო ფოტო კონკურსის ორგანიზატორთან ერთად.
პრიზები საკონკურსო ნამუშევრების ორივე კატეგორიისათვის – საუკეთესო ხელით დახატული და საუკეთესო გადაყვანილი ნახატი – კომპანია „ტელკო სისტემსის“ მიერ დაწესებული TENDA-ს ქსელური მოწყობილობებია:
პირველი ადგილი
Tenda TX12 Pro -Wi-FI 6 AX3000 სტანდარტის მაღალი სიმძლავრის როუტერი
მეორე ადგილი
TX2L Pro Wi-Fi6 AX1500 სტანდარტის როუტერი, Mesh მხარდაჭერით
მესამე ადგილი
cp3 pro – 3MP Wi-Fi ჭკვიანი კამერა სახლისთვის 360° ბრუნვით, მიკროფონით და სპიკერით
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს „ბოლო ზარის პერანგის“ ტრადიციის გაგრძელებას.
გისურვებთ წარმატებებს!
-
ცვლილებები განათლების სამინისტროს სსიპ-ში – EMIS-ის ახალ უფროსს ოთხი მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
„წელს კონკურენცია იმდენად მაღალია, შესაძლოა, ბევრს სწავლის შესაძლებლობა არც მიეცეს“ – აბიტურიენტების სათქმელი გამოცდების წინ
by ARIS.GE-განათლება
-
არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე