ცვლილებები განათლების სამინისტროს სსიპ-ში – EMIS-ის ახალ უფროსს ოთხი მოადგილე ეყოლება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ახალ უფროსს, გიორგი არსოშვილს ოთხი მოადგილე ეყოლება. ხელმძღვანელის ცვლილებამდე EMIS-ის უფროსს 2 მოადგილე ჰყავდა.
მორიგი სტრუქტურული ცვლილების შესახებ განათლების მინისტრის მიერ 22 ივნისს ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც უკვე ძალაშია – “უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი”.
ცნობისთვის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი, 112-ის ყოფილი დირექტორი, ერთი თვეა, რაც ჰყავს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტრუქტურა ამჟამად ასე გამოიყურება: სტრუქტურა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მენეჯმენტი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამსახურის უფროსები
ახალი ბრძანებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებაში, საკადროსთან ერთად, სხვა ცვლილებებიც შევიდა. უწყების მოვალეობაა საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება.
ასევე განისაზღვრა, რომ EMIS-ის მოვალეობა ხდება: “ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მომხმარებელთა გადამზადება, მათ შორის, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, მომხმარებელთა სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება; მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერის ერთიანი სისტემის (სატელეფონო ცენტრი) ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, მომხმარებელთა მიმართვების მიღება და კონსულტაციის გაწევა; ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი, სისტემების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით”.
გარდა ამისა, მინისტრის ამავე ბრძანებით, ახლებურად ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები.
-
2026 წლის აბიტურიენტების 96% ინგლისურ ენას აბარებს – რომელი დავალება რამდენ ქულიანია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 მილიონი ლარი გადაეცემა – საჭიროება კი 7 მილიონამდე იყო
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი – პროცედურა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by ARIS.GE-განათლება