მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
2026 წლის 1-ელი იანვრიდან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დასაქმებულთათვის ანაზღაურება გაიზარდა. ამას გულისხმობს საქართველოს მთავრობის 15 იანვრით დათარიღებული განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
მინისტრი:
დოკუმენტის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ანაზღაურება თვეში 13 600 ლარი გახდა, 2024 წელს კი 12 410 ლარი იყო.
მოადგილეები:
ახალი განკარგულების მიხედვით, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 12 000 [2024 წელს – 10 950], ხოლო მოადგილის [3 მოადგილე] 11 600 ლარი [2024 წელს – 10 585] იქნება.
თანაშემწეები:
მინისტრის თანაშემწისა და მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ხელფასი თვეში 4 480-4 480 ლარით განისაზღვრა, ხოლო მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების შრომის ანაზღაურება თვეში 4 000 ლარი გახდა.
მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროში დასაქმებულ 180 პირს ეხება, მათი თანამდებობრივი სარგოსთვის წლიურად განსაზღვრული თანხა კი 10 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ განკარგულებაში სახელფასო ფონდისთვის, საერთო ჯამში, 8 643 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
დოკუმენტით ასევე განისაზღვრა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მისი მოადგილის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების უფროსი სპეციალისტებისა და პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოები:
შედარებისთვის, ამავე თემაზე იხილეთ 2025 წლის მაჩვენებლებიც:
-
დღეს 2026 წლის აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტებს გაიგებენ – პრემიერ-მინისტრის განცხადება
by ARIS.GE-განათლება
-
ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ სტუდენტების მიღებას ამ ფაკულტეტებზე გამოაცხადებენ – სია
by ARIS.GE-განათლება
-
პიროვნება და სახელმწიფო „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით, გიორგი I და კონსტანტინე არსაკიძე – აბიტურიენტის საკითხავი (განხილვა)
by რჩევები