მოსწავლეების ინფიცირების გამო გორის მუნიციპალიტეტში სკოლა დაიხურა
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1-ლი ოქტომბრიდან ტრადიციული მეთოდით უნდა განახლდეს. სკოლაში წავლენ როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, თუმცა ამ ფონზე რეგიონში კორონავრუსის დაფიქსირების გამო, ერთი სკოლა უკვე დაიხურა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ამ წუთებში სოფელში იმყოფებიან და ღრმა ეპიდკვლევას აწარმოებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულები სკოლაში იმყოფებოდნენ და პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების დაკეტვა გახდა საჭირო. სოფელში ამბობენ, რომ კორონავირუსი მოსწავლეების პაპას ჰქონდა და სავარაუდოდ ბავშვების მისგან დაინფიცირდნენ. აღნიშნულს ადასტურებენ გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
,,დღეს სკოლაში სწავლა აღარ იყო. მეათე და მეორე კლასის მოსწავლეებს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამის გამო სწავლა შეწყდა. როგორც ვიცით, ამ ბავშვების პაპა იყო ინფიცირებული და ალბათ მისგან გადაედო. მოსწავლეებს ნიმუშებს უღებენ და ლაბორატორიაში გააგზავნიან“, – აღნიშნავენ სოფელში.
,,2 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს სწავლა შეწყდა და სავარაუდო კონტაქტებს უღებენ ნიმუშებს“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ხშირია სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებული პირების ინფიცირების სხვა შემთხვევებიც.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი