მოსწავლეებისთვის სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების უფლება სამხატვრო აკადემიას მიენიჭა – ბრძანება
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდებაში ცვლილებები შევიდა.
მათ შორის, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 10 ოქტომბერს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, აკადემიის წესდებას დაემატა შესაბამისი ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, აკადემია შეძლებს დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის.
ბრძანებით, რომელიც უკვე ძალაშია, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სამხატვრო აკადემიის წესდების რამდენიმე პუნქტიც:
სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა ოდენობა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდისთვის
ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში.
სტუდენტს უფლება აქვს, რომ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, მინისტრის მოვალეობს შემსრულებლის ბრძანებით, განსხვავებულად ჩამოყალიბდა აკადემიაში სწავლების ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი: “აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. აკადემიაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო კურსები ან მოდულები უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების ენა იქნება შესაბამისი უცხო ენა. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან“.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების არმქონე ხელოვანებს სკოლაში სწავლების უფლება დაუკანონდათ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება