„როცა სკოლა მასწავლებელს კლასის დამრიგებლობას სთხოვს, სინამდვილეში 5 ადამიანის საქმეს ავალებს!“
ავტორი: ლევან სამადაშვილი, ბლოგერი, ანგლისტი, მასწავლებელი
დამრიგებლობა – 5 პროფესია ერთად, თვეში 81 ლარად?!
ხშირად ვისმენთ ტრიბუნებიდან „ზემდგომების“ მიერ ნათქვამ ფრაზებს მაყვედრებელი ტონით: „მასწავლებლებს ხელფასები გაეზარდათ“, „მათ უკვე საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ“, „სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს…“
მოდით, ამ „ქველმოქმედების“ მიღმა ვნახოთ რა იმალება.
დამრიგებლის დანამატი: 81 ლარია!
როცა სკოლა მასწავლებელს კლასის დამრიგებლობას სთხოვს, მას სინამდვილეში 5 სხვადასხვა ადამიანის საქმეს ავალებს.
აი, რა შედის ამ „81 ლარიან პაკეტში“:
ადვოკატი და შუამავალი: თქვენ ხართ ვალდებული დაიცვათ მოსწავლის უფლებები, მოაგვაროთ კონფლიქტები მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს შორის. თქვენ ხართ მუდმივი მედიატორი 24/7-ზე.
ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი: წლის ბოლოს უნდა დაწეროთ თითოეული ბავშვის პერსონალური დახასიათება – მისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, ქცევის ანალიზით და განვითარების დინამიკით.
ქოუჩი და აღმზრდელი: სადამრიგებლო საათების ფარგლებში უნდა იმუშაოთ გარემოსდაცვით კულტურაზე, ეთიკაზე, კითხვის უნარებზე… თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ მოქალაქე.
მენეჯერი და ადმინისტრატორი: ჟურნალები, დასწრების აღრიცხვა, პირადი საქმეების წარმოება, სხვა სკოლაში გადასვლის საბუთების მომზადება. თქვენ ხართ სკოლის მდივანიც და არქივარიუსიც.
კომუნიკაციის ოფიცერი: მინიმუმ თვეში ერთხელ ინდივიდუალური ანგარიში თითოეულ მშობელს. რეალობაში კი დაუსრულებელი ზარები და შეტყობინებები დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
უბრალო მათემატიკა:
თუ კლასში 30 ბავშვია, სახელმწიფო თითოეული მათგანის „დამრიგებლობაში“ თვეში 2.70 ლარს გიხდით.
ეს ერთი ყავისთვისაც კი არაა საკმარისი….
საკლასო ოთახში: მასწავლებელი ერთ უბრალო ზის და 30 ბავშვის მომავალზე აგებს პასუხს. დამრიგებელს, ამ უზარმაზარ ემოციურ და ადმინისტრაციულ შრომაში, მხოლოდ 81 ლარს უხდიან. აქ არ არსებობს არც ბონუსი და არც მეცამეტე ხელფასი…
ეკრანებზე: ვხედავთ იმავე „ზემდგომებს“ ძვირფას სკამებში, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენივე ნაყიდია, რომელთა ხელფასი საშუალოდ მინ. 10 000 ლარია. კამერების წინ, სრულიად უტიფრად, ვხედავთ მათ ფეხი-ფეხზე გადადებულებს, მაკიაჟის სწორებით ან მობილურით გართულებს. მათთვის გარანტირებულია მეცამეტე ხელფასებიც.
მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა წინ არის:
როცა მასწავლებელი 40 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაზე გადის, ის იღებს ზუსტად იმავე მიზერულ პენსიას, რასაც ყველა სხვა. „ზემდგომებს“ კი, ჩვენივე ჯიბიდან, სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულ, მაღალ პენსიებს ვუხდით.
გამოდის, რომ: ადამიანი, რომელიც 45 წუთი „პირდაპირ ეთერშია“, ბავშვებს ზრდის და საკუთარ ჯანმრთელობას სწირავს სკოლას, სისტემისთვის ჩვეულებრივი სტატისტიკაა.
თქვენი აზრით, რატომ არ ითვლება მასწავლებლის შრომა „განსაკუთრებულად“ საპენსიო ასაკში მაინც?
ასევე იხილეთ:
როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა
წყარო: Learn English with Levan
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
„გადავალთ აქტიურ ფაზაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლის სემესტრული შეფასებები და დაარქივებული მონაცემები – მონაცემების ნახვის ინსტრუქცია (ვიდეო)
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა