NAEC-მა შეცდომა აღიარა – „თარგმანში არსებული ხარვეზის გამო, აზერბაიჯანელ აბიტურიენტებს 69-ე დავალება 1 ქულით შეუფასდებათ“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 1-ელ აგვისტოს, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტების შეფასების სქემები აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული პასუხებით ირკვევა, რომ NAEC-მა აზერბაიჯანელი აბიტურიენტების მოთხოვნა, გაითვალისწინა, შეცდომა აღიარა და ტესტის ერთ-ერთ დავალებაში, გაცემული პასუხის მიუხედავად, ყველა გამოსაცდელს 1 ქულა მიანიჭა.
აბიტურიენტების ერთ-ერთი პრეტენზია ეხებოდა 69 დავალების პირობას, რომელიც ისე იყო შედგენილი, რომ სავარაუდო პასუხებიდან ერთი სწორი პასუხის შერჩევა ვერ ხერხდებოდა – EDU.ARIS.GE ამაზე უკვე გიყვებოდათ – „გთხოვთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა!“ – ეროვნული გამოცდების მონაწილეები NAEC-ს მიმართავენ
NAEC-ის შენიშვნაში წერია: “თარგმანში არსებული ხარვეზის გამო, გამოსაცდელებს 69-ე დავალება შეუფასდებათ ერთი ქულით”.
აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებს სხვა დავალებაზეც ჰქონდათ პრეტენზია, რომელიც არ გათვალისწინებულა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სწორი პასუხების გამოქვეყნების შემდეგ, EDU.ARIS.GE აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტების წარმომადგენელს დაუკავშირდა.
ელმარ გაჯიევს ვკითხეთ, რამდენად კმაყოფილი არიან აბიტურიენტები ამ შედეგით და როგორ აფასებს თავად ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას:
“დიახ, მათ (NAEC-მა) შეცდომა გამოასწორეს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ტესტის 21-ე დავალებაზე ქულა არ დაემატა, ჩემი აზრით, ბევრი აბიტურიენტისთვის უსამართლობაა”.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა აბიტურიენტები შედეგის გასაჩივრებას, ჩვენს რესპონდენტს ჯერ ინფორმაცია არ აქვს.
ამავე თემაზე:
„გთხოვთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა!“ – ეროვნული გამოცდების მონაწილეები NAEC-ს მიმართავენ
-
რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება