GE

ნოემბრის ბოლო კვირაში ონლაინ სწავლების სურვილი 5 542-მა მოსწავლემ გამოთქვა

25 ნოემბერს, თვის ბოლო კვირაში, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სურვილით, 5 542 მოსწავლე დარეგისტრირდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუმარტეს, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც ტრადიციულ ხუთშაბათ დღეს, სპეციალურ სისტემაში ონლაინ სწავლების გაუქმების სურვილით დარეგისტრირდა  4 917-ს შეადგენს.

ნოემბერში დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა სექტემბერსა და ოქტომბერთან შედარებით მკვეთრად დაკლებულია. მდგომარეობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით არც დახურული სკოლებისა და კლასების მიმართულებით არის საგანგაშო.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ კოვიდსტატისტიკას, მონაცემები მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ STOPCOV.GE-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსი 4 534-ს ადამიანს დაუდასტურდა, 3 742 გამოჯანმრთელდა, 74 კი, გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული კვლევა ტესტით – 51 756, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 538, PCR ტესტით – 21 218 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13% სულ აცრილია – 2 133 935, დღიურად აცრილია – 10 194 ადამიანი.

ასევე იხილეთ:

კორონავირუსის მიზეზით დახურული სკოლებისა და კლასების მონაცემები განახლდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური