ონლაინ სწავლების სურვილით 6 592 მოსწავლე დარეგისტრირდა, 5 439 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა – ბოლო მონაცემები
18 ნოემბერს, სპეციალურ სისტემაში, საქართველოს მასშტაბით ონლაინ სწავლების სურვილით 6 592 მოსწავლე დარეგისტრირდა, 5 439 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა. ასეთია განახლებული სტატისტიკა, რომელიც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიაწოდა.
ბოლო ორ კვირაში დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა იკლებს, მდგომარეობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით არც დახურული სკოლებისა და კლასების მიმართულებით არის საგანგაშო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლები ქვეყანაში მაღალია.
NCDC-ის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 63 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში 51 298 ტესტი გაკეთდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო 7 დღის – 8,99%. ბოლო 24 საათში 7 099 აცრა ჩატარდა.
ასევე იხილეთ:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სამინისტროს ონლაინ სწავლების ხარვეზები მოუგროვა
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19