პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა – გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრია
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა და კენჭისყრის შედეგად დღეს, 8 თებერვალს დაამტკიცა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:
პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
ასევე იხილეთ:
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება