პარლამენტმა პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დაკანონებაზე მსჯელობა 1 თვით გადაავადა – „ჯერ ქვეყნის შიდა საქმეებს მიხედონ!“
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დიმიტრი ხუნდაძის კომიტეტის მიმართვა განიხილეს – პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დაკანონების თაობაზე არსებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადების შესახებ და საბოლოოდ, პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა 30 დღით გადაავადა.
ბიუროს წევრებმა მომართვას მხარი ერთხმად დაუჭირეს, თუმცა არ უსაუბრიათ რა იყო მოქალაქე თამარ ცანავას მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივის განხილვის გადავადების მიზეზი, მით უმეტეს, რომ პროცესი ისედაც გაიწელა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძის კომიტეტს საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ 24 იანვარს დაავალა.
თამარ ცანავა, რომელიც 178-ე საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგია ითხოვს, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ვალდებულება სკოლებისთვის კანონში გაიწეროს. ამ მოთხოვნით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით 11 იანვარს მიმართა და დეკრეტული შვებულების შესახებ კანონის შეცვლას ითხოვდა. მოქმედი კანონის მიხედვით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს დეკრეტულ შვებულებას სკოლის დირექტორი უნაზღაურებს მხოლოდ მისი კეთილი ნების შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში კი პედაგოგებს დეკრეტული შვებულება არ უნაზღაურდებათ იმ მოტივით, რომ ამისთვის სკოლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი განხილვის გადავადებას დღესვე EDU.ARIS.GE-სთან გამოეხმაურა და გვითხრა, რომ კანონმდებლებმა უნდა იჩქარონ, რადგან მათ გადაწყვეტილებას არაერთი დედა და მომავალი დედა ელოდება:
„მესმის, რომ ახლა რთულ სიტუაციაში უწევს პარლამენტს მუშაობა და გასაგებია, რომ ასეთ მძიმე პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, მაგრამ ამის პარალელურად, არ უნდა დაივიწყონ, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ამდენი დედა, ამდენი ადამიანია დამოკიდებული. იქნებ ჯერ ქვეყნის შიდა საქმეებს მიხედონ და გაითვალისწინონ, რომ ჩვენც ველოდებით“
ასევე იხილეთ:
პედაგოგები დეკრეტული ანაზღაურების დაკანონებას ითხოვენ – პეტიცია და მასწავლებლის წერილი პარლამენტს
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება