„პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სასწავლო პროგრამაში“ – პარლამენტის რეკომენდაცია
სკოლის შემდეგ, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება საბავშვო ბაღის აღსაზრდელების სასწავლო პროგრამის ნაწილიც გახდება. ამას მოუწოდებს აღმსრულებელ ხელისუფლებას ანგარიში, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ – კონფერენციის ფარგლებში მომზადდა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხზე თელავში გამართულ სხდომაზე იმსჯელა, სადაც კომიტეტის მიერ ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული ანგარიში და მასში ასახული რეკომენდაციებიც წარადგინეს.
„ეს არის სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი დაკვეთა“ – რა წერია ზგემის საბოლოო დოკუმენტში
„ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება ბაღებში დასაქმებული პედაგოგების პროფესიაში შესვლის, დარჩენისა და პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებას, რომელთან ერთადაც განიხილება სახელფასო სქემის და საბაზისო ანაზღაურების საკითხი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს რეკომენდაცია, რომელიც შეეხება საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სასწავლო პროგრამაში პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას ქართული ფოლკლორის, საბავშვო მოთხრობებისა და მულტფილმების პერსონაჟების პოპულარიზაციის გზით“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ბაღების ეფექტიანი მართვის, ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით.
29 ნოემბრის გასვლით სხდომაზე ითქვა ისიც, რომ რეკომენდაციების აღსრულება აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს.
ასევე იხილეთ:
-
ესეების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის – „ჰაერის გზავნილი ადამიანებს“
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„პედაგოგიკა მეცნიერებაა და ვისაც არ ესმის მისი ამოცანები, ამით მხოლოდ საკუთარ გაუნათლებლობას ავლენს“
by განათლებული ბლოგი
-
პარლამენტმა გამონაკლისის დაშვებაზე უარი თქვა – 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში არ ჩარიცხავენ
by ARIS.GE-განათლება

