„პინოქიოს კვირეული ჩვენს კლასში“ – როგორ გავაცნოთ და შევაყვაროთ ზღაპრული გმირი მეორეკლასელებს
ავტორი: თამარ ვახტანგიშვილი, დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი, დამრიგებელი
ჩემი მეორე კლასელები ამ კვირაში გაეცნენ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ზღაპრულ გმირს — პინოქიოს! ამასთან დაკავშირებით „პინოქიოს კვირეული” მოვაწყეთ. თითოეული დღისთვის სხვადასხვა აქტივობები დავგეგმე.
აქვე გიზიარებთ კვირის გეგმას (პ.ს. 3 ოქტომბერი დღე დასვენების დღედ გამოცხადდა პარასკევის აქტივობებს ორშაბათისთვის გადავდებ 😅🥰):
„პინოქიოს კვირეული“ — გაკვეთილის გეგმები (II კლასი)
ორშაბათი – აფიშის დამზადება
მიზანი: ბავშვებმა გაიგონ, რა არის აფიშა და საკუთარი ხელით შექმნან „პინოქიოს თავგადასავლის“ აფიშა.
მასალა: თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები, წებო, მაკრატელი.
სვლა:
1. შესავალი – რა არის აფიშა? რატომ გვჭირდება?
2. იდეების მოფიქრება – რას დავწერთ და დავხატავთ?
3. მუშაობა ჯგუფებში – აფიშის შექმნა
4. წარდგენა და გამოფენა
შედეგი: გამოფენილი ფერადი აფიშები, რომლებიც მიუთითებენ კვირეულის დაწყებას.
სამშაბათი – ფილმის ყურება
მიზანი: ბავშვებმა ნახონ პინოქიოს თავგადასავალი და დააკვირდნენ პერსონაჟებს.
მასალა: „პინოქიო“ (მულტფილმი/ფილმი), პროექტორი ან ტელევიზორი.
სვლა:
1. შესავალი – რას ელოდებიან ფილმს?
2. ფილმის ყურება
3. მოკლე საუბარი: რომელი სცენა მოეწონათტ ყველაზე მეტად და რატომ?
შედეგი: ბავშვები ეცნობიან ნაწარმოებს, უკეთ იმახსოვრებენ პერსონაჟებს და მათ თვისებებს.
ოთხშაბათი – ტექსტზე მუშაობა ნაწარმოების ანალიზი
მიზანი: გაანალიზონ ტექსტის ფრაგმენტი და პერსონაჟების ქცევები.
მასალა: „პინოქიოს თავგადასავლის“ ფრაგმენტი, სამუშაო რვეულები, დაფა.
სვლა:
1. ტექსტის კითხვა
2. საუბარი – რას გვასწავლის ეს ნაწილი?
3. პერსონაჟის რუკა: დაფაზე ან ფურცელზე გამოხატვა, რა თვისებები აქვს პინოქიოს (მაგ: მხიარული, მერყევი, ჭკვიანი, ზოგჯერ ტყუილის მთხრობელი).
4. სამუშაო რვეულში მუშაობა.
შედეგი: ბავშვებს უყალიბდებათ ტექსტის ანალიზის უნარი.
ხუთშაბათი – წერილი პინოქიოს
მიზანი: წერილობითი უნარების განვითარება და ემოციური ჩართულობა.
მასალა: ფურცლები მეორე კლასის ბადით, კალმები/ფანქრები.
სვლა:
1. შესავალი – როგორ ვწერთ წერილს? ( წერილის გეგმა: მისალმება, ტექსტი, დასასრული).
2. იდეების გაზიარება: რას ეტყოდნენ პინოქიოს? რჩევა? მადლობა? მეგობრობა?
3. წერილის წერა ინდივიდუალურად
4. წერილის წარდგენა.
შედეგი: ბავშვები წერენ პატარა წერილს და სწავლობენ აზრების ფორმულირებას.
პარასკევი – პლასტელინის პინოქიო
მიზანი: შემოქმედებითად გამოხატონ ნასწავლი.
მასალა: ფერადი პლასტელინი, პატარა დეკორაციები (მძივები).
სვლა:
1. შესავალი – როგორ წარმოვიდგენთ პინოქიოს?
2. მოდელირება ინდივიდუალურად
3. გამოფენა: „პინოქიოს გამოფენა“
4. შეჯამება: რა გვასწავლა პინოქიოს ისტორიამ?
შედეგი: ბავშვები ამზადებენ საკუთარ პინოქიოს და აფასებენ მეგობრების ნამუშევრებს.
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი