GE

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა განმარტებები მშობლებს

2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადებში ცვლილებების განხორციელების შემდეგ ვიცით, რომ ბავშვის პირველ კლასში ჩარიცხვის მიზნით, მთავარი -საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისს უნდა დაიწყოს. EDU.ARIS.GE დაინტერესებული მშობლებისთვის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციას და სხვა საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას წარმოგიდგენთ, რომელიც რეგისტრაციის პროცესს გაგიმარტივებთ.

III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 8 ივნისიდან დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია დილის 09:00 საათიდან განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

როგორ გამოიყურება ველი, სადაც მოსწავლეს დაარეგისტრირებთ და რომელი განყოფილებები უნდა შეავსოთ:

პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია

რას ნიშნავს სექტორი?

სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელ ენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).

მოძებნე შენი სასურველი სკოლა და შეამოწმე ლიმიტები წინასწარ:

საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ:

თუ რაიმე მიზეზით რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის ტერიტორიულ ერთეულშიც მდებარეობს სკოლა და ოპერატიულად შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.

IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ასევე იხილეთ:

წელს პირველკლასელი 60 000-მდე ბავშვი გახდება – რა თხოვნით მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური