GE

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია შეიცვალა – ახალი ვიდეოინსტრუქცია და კითხვა-პასუხი

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც რეგისტრაციის III ეტაპია, 22 მაისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge

რეგისტრაციას კი უზრუნველყოფს პირველკლასელის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

როგორც EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გასულ დღეებში გაარკვია, წელს საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია შეიცვალა და მშობლებს ასეთი ვიზუალისა და შინაარსის მქონე სარეგისტრაციო ფანჯარაში მოუწევთ მუშაობა:

საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის ახალი ინსტრუქცია:

რაც შეეხება ამ ეტაპზე რეგისტრირებულთა დოკუმენტების წარდგენის ვადებს, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ: მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

რას ამბობდნენ გასულ წლებში ის მშობლები, რომლებსაც შვილის სასურველ სკოლაში სწრაფად რეგისტრაციის გამოცდილება აქვთ: 

– “კარგია, თუ ზეპირად იცი შვილის პირადი ნომერი და ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია, ამ დროს ბევრად სწრაფად ავსებ მონაცემებს და სხვებისთვის დასწრების შანსიც მეტია”.

-“წინა დღეს უკვე ვორდის ფაილში გაქვს ჩამოწერილი ყველა მონაცემი, რომელიც შეაგროვე იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც გასწავლის თუ რა მონაცემები გჭირდება რეგისტრაციის პროცესში. გაქვს დაკოპირებული ბავშვის პირადობის ნომერი, იმიტომ რომ ყველაზე რთული მაგ ნომრის ამოწერაა. რეგისტრაციის დღეს კომპიუტერთან ჯდები რეგისტრაციის დაწყების დროსთან შედარებით 20 წუთით ადრე და მუდმივად არეფრეშებ სარეგისტრაციო საიტს, რომ იქნებ სისტემა წუთით ადრე ჩაირთოს და შემდეგ უკვე ხელის ტექნიკის ამბავია. გახსნილი გაქვს საიტთან ერთად ვორდის ფაილიც, სათითაოდ აკოპირებ ჩამოწერილ მონაცემებს და სვამ რეგისტრაციის შესაბამის გრაფაში”.

-“ვურჩევ, შეკრიბოს სანათესაო და ვისაც წვდომა აქვს კომპიუტერთან ყველას “მაუსზე” ედოს ხელი. ეგება და რომელიმემ დაარეგისტრიროს სასურველ სკოლაში”.

ასევე იხილეთ:

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – ეტაპები და პროცედურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური