GE

Pixar-ის 12 ცნობილი ანიმაციური ფილმი, რომელთაც ღრმა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ

მულტიპლიკაციური ფილმები ნამდვილ ცხოვრებისეულ სკოლას წარმოადგენენ. მათი შემქმნელები თავიანთ ნამუშევრებში ყოველთვის ახერხებენ ფასდაუდებელი მაგალითების დამალვას. გთავაზობთ Pixar-ის მულტფილმების ჩამონათვალს, რომელთა ყურების შემდეგ მნიშნვნელოვანი ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანას შეძლებთ.

„დორის ძიებაში“ (Finding Dory)

„ჩვენ, ყველანი განსხვავებულები ვართ და თითოეულმა ჩვენგანმა სხვის თავისებურებებს პატივი უნდა სცეს

ანიმაციის მთავრი გმირი – თევზი დორი ძალიან გულმავიწყია. ის საკუთარი ოჯახის პოვნაზე ოცნებობს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი არ ახსოვს. დორის დაბადებიდან მეხსიერების ჩავარდნები აქვს. ამ მულტფილმის მაგალითზე მშობლებს შეუძლიათ თავიანთ  შვილებს აუხსნან, რომ მათ ყველა ისეთებად უნდა მიიღონ, როგორებიც არიან.

 „კარგი დინოზავრი“ (The Good Dinosaur”)

„გულწრფელი მეგობრობა სუპერძალაა“

ეს არ არის უბრალოდ პატარა ბიჭისა და დიდი დინოზავრის მეგობრობის ისტორია. ანიმაციაში ნაჩვენებია თუ როგორ შეძლო ბუნებამ თანამედროს ცივილიზაციის დაბყრობა. მანამ, სანამ ბავშვები დინამიური ისტორიით ისიამოვნებენ, უფროსებს შეუძლიათ დაფიქრდნენ დინოზავრ არლოს შიშებზე, რომლებიც მან გულწრფელი მეგობრობის დახმარებით უნდა გადალახოს.

„შიგნიდან გარეთ“ (Inside Out)

„ნუ შეგეშინდება შენი გრძნობების!“

„შიგნიდან გარეთ“ Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანიმაციაა, რაც ფსიქოთერაპევტებმაც დაადასტურეს. მთავრი გმირი რილი არის გოგონა, რომელიც ცდილობს თავის ემოციებს (სიხარული, მოწყენილობა, შიში, ბრაზი და სიძულვილი) გაუმკლავდეს. რილის შეუძლია დაეხმაროს როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს იმის გაგებაში, რომ განსხვავებული ემოციების განცდა ნორმალური მოვლენაა, თუმცა ჩვენ მათი გაკონტროლება უნდა შეგვეძლოს.

„მამაცი“ (Brave)

„უკუაგდე ყველა სტერეოტიპი და იყავი ის, ვინც ხარ“

ეს ანიმაციური ფილმი გვახსენებს იმას, რომ არავინაა ვალდებული სხვისი მოლოდინი გაამართლოს. აქ ნაჩნვენებია მამაცი მერიდასა და დედამისის ურთიერთობის ისტორია, რომელსაც შვილის მომავალი უწვრილეს დეტალამდე აქვს დაგეგმილი. მათი ურთიერთობის მაგალითზე მაყურებელი ხვდება, რომ გოგონა არ უნდა იყოს პრინცესა, თუ მას თავბრუდამხვევი თავგადასავლები უყვარს.

„მაღლა“ (Up)

„არასოდეს არის გვიან თქვენი ოცნების ასასრულებლად“

ეს არის სევდიანი და სულშიჩამწვდომი ისტორია მარტოობასა და სიბერეზე. კარლი თავის გარდაცვლილ მეუღლესა და იმ თავგადასავლებს იხსენებს, რომლებზეც ისინი ერთად ოცნებობდნენ. საბოლოოდ კარლი თავისი მფრინავი სახლით მარტო გადაწყვეტს მოგზაურობას, თუმცა მხიარულ ბიჭ სკაუტს მის გეგმებში ცვლილებები შეაქვს. ეს ანიმაცია გვიჩვენებს, რომ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენგანს ნებისმიერ ასაკში ზღაპარი სჭირდება.

 

„უოლ-ი“ (WALL-E)

„ჩვენ პლანეტაზე თვითონ ვართ პასუხისმგებელნი“

ეს ანიმაციური ფილმი არა მხოლოდ ღრმა გრძნობებს ეხება. მასში დიდ პასუხისმგებლობაზეა საუბარი. უოლ-ი გვასწავლის  როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას. ის გვაჩვენებს თუ რა მოუვა ჩვენ პლანეტას, თუ მისი რესურსების ულიმიტოდ გამოყენებას განვაგრძობთ.

„რატატუი“ (Ratatouille)

„მიყევი შენ ოცნებებს მაშინაც კი, როცა გეუბნებიან რომ არ ღირს“

რემი არის ვირთხა, რომელიც შეფ-მზარეულობაზე ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი არავის ჯერა, ის თავისი მიზნის მისაღწევად მაინც მიილტვის. ,,რატატუი“ გვასწავლის, რომ წარსულს არ აქვს მნიშვნელობა, თუ სურვილის ასასრულებლად საკმარისი სიმამაცე გაქვს.

„მანქანები“ (Cars)

„არ დაგავიწყდეს ისინი, ვისაც შენი ყოველთვის ჯეროდა“

მაკქუინი ზედმეტსახელად ,,ელვა“ არის ტიპური, საკუთარ თავში დარწმუნებული გამარჯვებული. ის ნელ-ნელა ხვდება იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდს და რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. მას კოლეგები, მასწავლებლები, მეგობრები და გულშემატკივრები წარმატების მიღწევაში თავდაუზოგავად ეხმარებიან.

„სუპეროჯახი“ (The Incredibles)

„ჩვენ ჩვენ არ ვართ, თუ საკუთარ ნიჭს დავმალავთ“

ეს ისტორია არის ოჯახზე, რომელიც ცდილობს ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. იმის გამო, რომ მის წევრებს თავიანთი სუპერძალების დამალვა უწევთ, ისინი ძალიან მოწყენილები და დათრგუნულები არიან. ფილმი გვასწავლის იმას, რომ ნებისმიერი თანდაყოლილი ნიჭი ჩვენი პიროვნების განუხოფელ ნაწილს წარმოადგენს და მათი დამალვითა და უგულებელყოფით ჩვენ საკუთარ თავებს უარვყოფთ.

„ნემოს ძიებაში“ (Finding Nemo)

„შეცდომების დაშვებისა და საკუთარი ცხოვრების გაგრძელების უფლება ყველას აქვს“

მზრუნველი მარლინი, თავისი შვილის – ნემოს დაცვას მთელი სამყაროსგან ცდილობს. მამის ასეთ მზრუნველობას სიტუაცია უარესობისკენ მიყავს. აქედან ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ბავშვებს მშობლების თანადგომა და დახმარება მათ გარშემო არსებული სამყაროს გასაცნობად ჭირდებათ.

 „მონსტრების კორპორაცია“ (Monsters, Inc.)

„ჩვეულებრივ ყველაზე საშიშები თვითონ არიან შეშინებულები“

Pixar-ის ამ ანიმაციურ ფილმში მონსტრების როლს დედამიწის ყველა ბავშვის შეშინება წარმადგენს. თუმცა დაშინება ყველაზე ცუდი იარაღია, რომლის გამოყენებაც საზოგადოებას შეუძლია. ამ ამბის გმირები მალე აღმოაჩენენ, რომ ურთიერთგაგება, პატივისცემა და ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შიში.

„სათამაშოების ისტორია“ (ToyStory)

„დრო გადის, თუმცა მეგობრობა და ერთგულება მარადიულია“

ეს არის დაუჯერებელი ისტორია სათამაშოებზე, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ მაშინც, როცა მათ არავინ ხედავს. ისინი ეჭვიანობის, მეგობრობისა და ნოსტალგიის გრძნობებსაც კი განიცდიან. ამ ანიმაციურ ფილმში სათამაშოები ადამიანებივით არიან: მათ ისევე უნდათ რომ ისინი უყვარდეთ და მათზე ზრუნავდნენ.

წყარო: brightside.me

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური