პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის მილოცვა სკოლის კურსდამთავრებულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე დღეს, 20 მაისს, მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავენ:
“ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას.
ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნებისა და ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას.
დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში”, – წერს ირაკლი კობახიძე.
მინისტრი ალექსანდრე წულაძე კი მადლობას უხდის მშობლებსა და მასწავლებლებს:
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას – თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას!
ყველა თქვენგანის გული და გონება სავსეა სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებებით და უამრავი გეგმითა და ოცნებით, რომლებსაც აუცილებლად განახორციელებთ.
განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენს მასწავლებელს და მშობელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – და მადლობა თქვენ, რომ ეს გზა შრომით და პასუხისმგებლობით გაიარეთ.
წინ გელით ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობები. გისურვებთ, რომ ამ გზაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯებით იაროთ.
შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს. ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას შეგმატებთ წარმატებისკენ.
გისურვებთ ნათელ მომავალს და თქვენი მიზნების მიღწევას!“.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება