პრემიერ–მინისტრმა თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადააყენა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გადააყენა.
ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, რომელსაც თავად თამარ სანიკიძეც ესწრებოდა.
სანიკიძის ადგილს ალექსანდრე ჯეჯელავა დაიკავებს, ის პრემიერმა მედიას და საზოგადოებას უკვე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია რამ გამოიწვია განათლების მინისტრის ცვლილება, თუმცა აღნიშნა, რომ თამარ სანიკიძე მმართველ გუნდს არ ემშვიდობება და მის სამომავლო მანდატზე უახლოეს მომავალში საზოგადოებას ეცნობება.
”მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება