GE

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავას ბიოგრაფია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იქნება.

“ბატონ ალექსანდრეს გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა მასთან ერთად და საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი კანდიდატურა წარმედნინა განათლების მინისტრის პოსტზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს უკვე გვჭირდება განახლებული ხედვები. ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო სანდრო ჯეჯელავას, რომელიც არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენამატი ჩვენი გუნდისთვის”,– ამ სიტყვებით წარადგინა პრემიერ–მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტზე.

EDU.ARIS.GE-გთავაზობთ ალექსანდრე ჯეჯელავას მოკლე ბიოგრაფიას:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჯეჯელავა 1973 წელს დაიბადა.

სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ – კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედალზე დაამთავრა. 1990წელსვე ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაამთავრა.

1991 წელს მუშაობა დაიწყო კომპიუტერულ კომპანია „კომპი–ში“, 1993 წელს კი გადავიდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე მუშაობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ „ინტელექტ ბანკში“ ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ იმუშავა. ამ ბანკში პირველად ჩაიბარა მარკეტინგის, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი.

2002 წელს შეუერთდა კომპიუტერული კომპანია „UGT“-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შეიცვალა საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადაწყვიტა, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წასულიყო . 2008 წელს შესთავაზე „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით.

2010 წლის ბოლოს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა „მართვის აკადემია”. ტრენინგ-ცენტრი მოქმედი მენეჯერებისთვის. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

პრემიერმა თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადააყენა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური