GE

პროფესიულ სასწავლებლებში მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა შემცირდა – რა პროფესიებს ირჩევენ ძირითადად მსურველები

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, პროფესიულ სასწავლებლებში მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა 18.5 პროცენტით შემცირდა და სულ 9 399 შეადგინა.

პროგრამების მიხედვით კი, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 12.4 პროცენტი;
ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა – 20,8 პროცენტი;
ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა – 20,4 პროცენტი;
ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი – 14,8 პროცენტი;
მომსახურებები – 18,1 პროცენტი;
სხვა- 13,5 პროცენტი.

2020 წელს, პროფესიულ განათლებაში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3 424 სტუდენტს შეადგენს, რომელთაგან 51.2 პროცენტი ქალი და 48.8 პროცენტი კაცია. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ჯანდაცვის (23.3%), ინჟინერიის (14.0%) და ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (13.5%) პროგრამებზე.

რაც შეეხება მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდერობს ქ. თბილისი (38.9 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2 %), იმერეთი (9.4 %), სამეგრელო-ზემო სვანეთი (7.4 %), ქვემო ქართლი (6.1 %) და კახეთი (6.0%).

საქსტატის მონაცემებითვე, 2020 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 92 საგანმანათლებლო დაწესებულება (აქედან 40 საჯარო, ხოლო 52 კერძო) ფუნქციონირებდა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური