ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნება, ლიტერატურა და სამოქალაქო განათლება – აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა – გამოცდები 2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 3 აგვისტოს, აბიტურიენტებისათვის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
იხილეთ შედეგები
შეფასების სქემა და კრიტერიუმები
როგორც ქიმიის, ასევე ფიზიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 16. ბიოლოგიის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18. ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 18. სამოქალაქო განათლების მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ასევე იხილე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე