GE

ქუთაისის უნივერსიტეტში სააზროვნო ტიპის თამაში-ვიქტორინა ჩატარდა

1 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა შალამბერიძემ დეპარტამენტის წევრებთან ერთად ჩაატარა სააზროვნო ტიპის თამაში – ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. დასმული იყო სხვადასხვა მიმართულებისა და სიძლიერის შეკითხვები განსხვავებული სფეროებიდან.

აღნიშნულ ვიქტორინაში გამარჯვება წილად ხვდა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს ირაკლი ყიფიანს.

სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამარჯვებულს საჩუქრად წიგნი გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური