რა დარღვევები აღმოუჩინეს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესში, რომელიც მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა, აღმოჩენილი იქნა დარღვევევები.
გამოვლენილია შემდეგი სახის დარღვევები:
- სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
- შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ;
- შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება;
- სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.
არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.
-
საგამოცდო საგნები, რომლებშიც ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
by ARIS.GE-განათლება
-
მათემატიკის გამოცდაში აბიტურიენტების 17% ჩაიჭრა – როგორია 2026 წლის მონაცემები ყველა საგანში
by ARIS.GE-განათლება