რა ფასდაკლებით შეიძენს სახელმწიფო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებას უნივერსიტეტებისგან?
დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სწავლის გადასახადის დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ბრიფინგი გამართა.
ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო, სტუდენტების დავალიანებას უნივერსიტეტებისგან ფასდაკლებით შეიძენს. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებს სტუდენტების ვალებში საბაზრო ფასი შესთავაზეს.
რა არის ეს ფასი – ჩვენ არ ვიცით. ასევე, ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენი სტუდენტის ვალს იყიდის სახელმწიფო – 30,000 -მდე თუ 30,000 -ზე მეტის. თუ მხოლოდ იმათი, ვინც სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს.
რამდენ სტუდენტს აქვს სწავლის გაგრძელებისა და უმაღლესის დასრულებისთვის დარჩენილი სემესტრების თანხის გადახდის საშუალება, ბუნებრივია, ამ ეტაპზე, ასევე უცნობია.
ვიცით, რომ შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს.
დათანხმდა უკლებრივ ყველა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. მათთვის მთავრობის ფინანსური წინადადება არ გამოდგა მისაღები, სტუდენტების რაოდენობის მომენტალური ზრდის წინააღმდეგები იყვნენ თუ სხვა მიზეზი იყო, ჩვენ არ ვიცით, უნივერსიტეტების პოზიციას ამ ბმულზე წაიკითხავთ.
ვის ეხება მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება:
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი აქვთ შეჩერებული.
სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.
სამივე საფეხურის სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ, ახლავე მიმართონ თავიანთ უნივერსიტეტებს.
ასევე იხილეთ:
„საგანმანათლებლო ბედნიერების მარცვლებით“ სავსე კვირა და უშინაარსო სიახლეები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება