რა მოეთხოვება აბიტურიენტს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე – შეფასების კრიტერიუმები და 3 მთავარი რჩევა

3 ივლისს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ იმ ზოგად კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტის ნამუშევარი გასწორდება და სამ მთავარ რჩევას:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულია რა მოთხოვნები აქვს ტესტს გამოსაცდელისადმი და რა ცოდნას შეამოწმებს ქართულის ტესტებში მოსული დავალებები:
რა მოეთხოვება აბიტურიენტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში:
– დასმული პრობლემის გააზრება და ანალიზი;
– არგუმენტების ლოგიკურად, დამაჯერებლად ჩამოყალიბება და შესაბამისი მაგალითებით გამყარება;
– ლიტერატურული ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) ანალიზი;
– ლიტერატურული ტექსტისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოვლენა;
– მწერლის ენის, სტილის ძირითადი თავისებურებებისა და გამომსახველობითი საშუალებების სწორად აღქმა და გააზრება;
– ენის გამომსახველობით საშუალებათა (როგორც ლექსიკურის, ისე გრამატიკულის) ადეკვატური გამოყენება.
რა მოწმდება ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტით:
– ტექსტის რედაქტირების უნარი;
– საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული და არასაპროგრამო მხატვრული ტექსტების გააზრებისა და ანალიზის უნარი;
– საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი;
– ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი;
– დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
– წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით. 2. ლიტერატურა აბიტურიენტს მოეთხოვება:
– ნაწარმოების თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგებისა თუ მონოლოგების, მხატვრული სახეების, სიტუაციის, კოლიზიის არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატური გააზრება;
– ლიტერატურული ტექსტის ცალკეულ კომპონენტთა და სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარება; მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნება და შედარებითი ანალიზი;
– მწერლის ენის, სტილის ძირითადი თავისებურებებისა და გამომსახველობითი საშუალებების სწორად აღქმა და გააზრება;
– ლიტერატურული ტექსტისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოვლენა;
– ტექსტში აღწერილ მოვლენათა ისტორიული კონტექსტის გააზრება;
– ტექსტებში აღწერილი რეალიების, ტოპონიმების (გეოგრაფიულ ადგილთა სახელების) ცოდნა;
– საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ მწერალთა ბიოგრაფიების ძირითადი მომენტების ცოდნა.
3 მთავარი რჩევა, რაც აბიტურიენტმა ტესტზე მუშაობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოს:
ტექსტის რედაქტირება – არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება წაკითხვისთანავე. გაეცანით, გაიაზრეთ ტექსტი და მისი სტილი, სანამ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორებას დაიწყებთ. მიაქციეთ ყურადღება კონტექსტს, რადგან ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება იყოს შეცდომა, ან არ იყოს. ამის გათვალისწინება დაგეხმარებათ მაღალი შეფასების მიღებაში.
წერა (წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი კითხვები და წერითი დავალება) – ყურადღებით გაეცანით ორივე ტექსტს და ისე გააკეთეთ არჩევანი პროგრამულიდან ან არაპროგრამულიდან.
არჩევანი გააკეთეთ ორი რაიმეს გათვალისწინებით:
- ეს ტექსტი თქვენთვის უნდა იყოს ნაცნობიც და სასურველია, იყოს ემოციურად ახლობელი და საინტერესო, რათა მასზე მსჯელობა იყოს უფრო ლაღი.
- აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო ის პირობა, რომელსაც ტესტი გთავაზობთ მოცემული ტექსტის მიხედვით სამსჯელოდ.
ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ თქვენი ნამუშევარი მაღალ ქულაზე შეფასდეს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება