რა მონაცემები უნდა ასახოთ ელექტრონულ ჟურნალში, თუ მოსწავლე კერძო სკოლიდან გადმოვიდა – ინფორმაცია EMIS-ისგან
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) დღეს, 1-ელ მაისს, საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა მონაცემები უნდა აისახოს ელექტრონულ ჟურნალში კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის შემთხვევაში.
EMIS-ის ცნობით, კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში ასახვა სრული სიზუსტით და დადგენილი წესების დაცვით უნდა განხორციელდეს.
მიმღებმა სკოლამ სისტემაში უნდა ასახოს შემდეგი ტიპის შეფასებები:
- სემესტრული შეფასება;
- წლიური შეფასება;
- საფეხურებრივი შეფასება.
დამატებით, საგნების მიხედვით, სემესტრის ჭრილში შესაძლებელია კერძო სკოლიდან მიღებული მონაცემების გადმოტანა, მათ შორის:
- გადმოყოლილი საშუალო ქულა;
- ქულათა რაოდენობა;
- ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა;
- გაცდენათა რაოდენობა.
აღნიშნული ინფორმაციის სწორად და სრულად ასახვა უზრუნველყოფს მოსწავლის აკადემიური შედეგების სიზუსტეს და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვას.
ასევე იხილეთ:
თუ თქვენი მოსწავლე მედალოსანია, ეს უნდა იცოდეთ – ინფორმაცია EMIS-სგან
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
თუ თქვენი მოსწავლე მედალოსანია, ეს უნდა იცოდეთ – ინფორმაცია EMIS-სგან
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა