GE

რა პირობებში შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ნორიოს სკოლის მოსწავლეები

ახალი სასწავლო წელი ბევრი სკოლის მოსწავლისთვის ახალი ან გარემონტებული სკოლის შენობაში შესვლით დაიწყო, თუმცა არა ყველასთვის.

EDU.ARIS.GEის ნორიოს საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა სკოლის ფოტოები მოაწოდა და თხოვნით მოგვმართა, რომ სკოლას ყურადღება მიექცეს.

მშობლის ინფორმაციით, ბავშვებს გაუსაძლის პირობებში უწევთ სწავლა. სკოლაში არ არის გათბობა, საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა. სკოლას არ აქვს მოწყობილი სპორტული მოედანი, დარბაზი და აღარც ავტობუსი ემსახურება. ამას გარდა, მისივე თქმით, მშობლებს უწევთ დაალაგონ კლასები, იყიდონ ფარდები, წიგნები და შეშა.

,,მაინტერესებს რატო უწევს მშობელს გაულამაზოს საკლასო ოთახი ბავშვებს. შეღებოს იატაკი, იყიდოს ფარდა, იყიდოს შეშა, იყიდოს ზოგიერთი წიგნი და რვეული, რადგან ისეთი დახეულებია, რომ იქ ვერაფერს დაინახავ და ვერ მიხვდები რა წერია. მერე თუ დაიხა და აღარ აიწყო, თავიდან უნდა იყიდო და მიიტანო. რას აკეთებს ამ დროს დირექტორი ან სამინისტრო, რად გვინდა საერთოდ?!” – გვწერს ნორიოს სკოლის მოსწავლის მშობელი.

როგორც მოსწავლის მშობელმა გვაცნობა, სკოლაში არის საპირფარეშოების პრობლემა, სკოლაში არ არის კანალიზაცია, რის გამოც საპირფარეშოები სკოლიდან მოშორებითაა განლაგებული და იქ საშინელი ანტისანიტარიაა.

მისივე თქმით, სკოლას მოუხსნეს ავტობუსი, ასევე მოსწავლეებს ღონისძიების ჩასატარებლად არ აქვთ დარბაზი და სპორტის გაკვეთილიც მოუწესრიგებელ სტადიონზე უტარდებათ.

მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, სკოლაში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, თუმცა არასაკმარისი ფინანსების გამო მალევე შეჩერდა.

,,ვითომ დაიწყეს რემონტის გაკეთება, თუმცა გაჩერდნენ, დაფინანსება აღარ არისო. სახურავი გააკეთეს, ცვიოდა იქიდან რაღაცები. ავტობუსიც მოხსნეს. დაბრაზი არ აქვთ ბავშებს და საშინელი სიცივეა ზამთარში. ფეჩები დგას და ხან ანთია ხან არა. საპირფარეშოებიც ძალიან შორს დგას სკოლიდან და შიგნით საშინელება ხდება” – გვწერს ნორიოს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

იხილეთ ნორიოს სკოლის ფოტოები:

როგორც ჩანს მშობლების მიერ ფარდების ყიდვისა და კლასების დალაგების თემა არაერთ სკოლაშია აქტუალური თემა, მინისტრს კი ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს.

სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

მშობლები: „მინისტრი მოვიდა და კლასში ვეღარ შევსულვართ, ფარდებს ჩვენ რატომ ვყიდულობთ?!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური