რა თანხას იხდის სკოლა, სადაც ავტორიზაციის საბჭოს მონიტორინგი ხორციელდება – ბრძანება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფძველზე, ცვლილება შევიდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
კერძოდ, განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდა ბრძანების ის ჩანაწერი, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს მიერ სკოლის მონიტორინგისას გადასახდელ თანხებს არეგულირებს.
ცვლილების შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება მონიტორინგი, იხდის საფასურს, რომელიც დაიანგარიშება შემდეგნაირად:
“თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში 1508.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 167.00 ლარზე და დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრების სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 111.00 ლარზე.
საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 2345.00 ლარს დამატებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 278.00 ლარზე, დამატებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე და დამატებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების სამუშაოს მოცულობის კაც/დღეების რაოდენობა გამრავლებული – ერთ კაც/დღის 222.00 ლარზე ან 111.00 ლარზე (იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი ექსპერტები ჯგუფის ვიზიტს აწარმოებენ დისტანციურად კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით).
კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება მონიტორინგის სპეციფიკისა და შინაარსის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით”, – წერია გივი მიქანაძის ხელმოწერილ ბრძანებაში.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე