GE

რა ტიპის შეღავათიანი ტარიფები მოქმედებს საქართველოში მოსწავლეებისთვის და როგორ უნდა მიიღოთ ის

საქართველოში, სტუდენტების მსგავსად მოსწავლეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ საშეღავათო ტარიფებით, რომელსაც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულებები აწესებენ.

EDU.ARIS.GE მოგიყვებათ, როგორ, სად და როდის შეგიძლიათ მიიღოთ მოქმედი საშეღავათო შეთავაზებები.

როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ისარგებლონ ე.წ სამგზავრო ბარათით, რომელსაც დედაქალაქის მერია გასცემს. სამგზავრო ბარათების ასაღებად მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრებს (გარდა ,,ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა). ამ ბარათით მოსწავლეები იღებენ ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის უფლებას.

ამასთან, საქართველოში მოქმედი სამი მობილური ოპერატორი: 1. „სილქნეტი“, 2. შპს „მაგთიკომი“ და 3. შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) – საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტს სთავაზობს, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტან დადებული მემორანდუმის შედეგია.

მოსწავლეებს 20GB მობილური ინტერნეტპაკეტის შეძენა 10 ლარადაც შეუძლიათ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია, ამისთვის პირადი ნომრის მითითებით, სააიტზე mobile.emis.ge. უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ აღნიშნული პაკეტის გააქტიურება. (რეგისტრაციის დრო კი წინასწარაა განსაზღვრული).

მოსწავლეებისთვის მოქმედებს 50%-იან ფასდაკლების ტარიფები შემდეგ კულტურულ დაწესებულებებში:

1. კინოთეატრი CAVEA CINEMAS
2. რუსთაველის თეატრი
3. ილიაუნის თეატრი
4. რკინის თეატრი
5. მარჯანიშვილის თეატრი
6. სამეფო უბნის თეატრი
7. კინოთეატრი ამირანი
8. კინოთეატრი აპოლო

ამასთან, სპეციალურ მომსახურებას მოსწავლეებისთვის აწესებს “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”, სადაც მათ პლასტიკური მოსწავლის ბარათის აღების შესაძლებლობა აქვთ.
ბარათის ასაღებად საჭიროა:

1. პირადობის მოწმობის ასლი (მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის);
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (პირადი ნომერი უნდა იყოს დაბადების მოწმობაში მითითებული);

ცნობისთვის, ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ასაკი აღემატება 14 წელს და 6 თვეს.

ორივე ბანკის ბარათით მგზავრობა აუფასო და მომხმარებლებს ე.წ პლუსქულების დაგროვებისა და განაღდების შესაძლებლობაც აქვს.

საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის.

თიბისი ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

თიბისი ბანკი ბარათს დამატებით დამცველობით ფუნქციას ანიჭებს, მაგალითად მშობელს და/ან კანონიერ წარმომადგენელს ბარათზე შეუძლია ინდივიდუალურად დაუწესოს ბავშვს განაღდების და ხარჯვის შემდეგი 10, 20 და 50-ლარიანი დღიური ლიმიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მოსწავლე შეძლებს მხოლოდ ლიმიტირებული თანხის დახარჯვას, ინფორმაციას კი მშობელი საკუთარი მობაილბანკის მეშვეობით იგებს.

სავაჭრო, საგანმანათლებლო თუ გასართობ ობიექტებში, თიბისის მოსწავლის ბარათით შესაძლებელია მიიღოთ 20, 30, 40, 50 %-იანი ფასდაკლებითი მომსახურება იმ დაწესებულებებში, რომლებიც ბარათის მომხმარებლისთვის სპეციალურ შეთავაზებებს აწესებენ.

1. პაცცა • PAZZA
2. ზომა • Zoma
3. მინისო • Miniso
4. Baskin Robbins Georgia
5. ბიბლუსი
6. Wendy’s Georgia-ში
7. Dunkin’
8. www.extra.ge
9. Luca Polareს
10. McDonald’s Georgia
შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება და შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.TBCyouth.ge

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ფასდაკლებებით სარგებლობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც ფლობს მოსწავლის ბარათსა და პირდაობის მოწმობას.

ასევე იხილეთ:

რა შეღავათებით სარგებლობენ საქართველოში სტუდენტები – ყველა ნაბიჯი მომსახურებების მისაღებად

მოამზადა: მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური