GE

რა უნდა იქონიოთ და რა არა გამოცდაზე – „ნაეკის“ შეხსენება აბიტურიენტებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 30 ივნისს 2022 წლის აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რა უნდა იქონიონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რომელი ნივთის შეტანა იკრძალება კატეგორიულად საგამოცდო სექტორში:

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე?

  • პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.

სურვილის შემთხვევაში:

  • წყალი პლასტმასის ბოთლით;
  • საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით);
  • პირბადე.

„გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში. გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეთ ბარათზე მითითებულ დროს. საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში“, – განუმარტავს გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს.

„ძალიან უნდა გავფრთხილდეთ“ – სოფო გორგოძე აბიტურიენტებს

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური