GE

რა უპირატესობები აქვს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს

საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მომავალ სტუდენტებს უპრეცედენტო ფასებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს.

თუ გინდათ დაეუფლოთ საჰაერო ტრანსორტის მენეჯმენტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და ტურიზმის პროფესიას. მიიღოთ ერთის მხრივ აღნიშნული პროფესიებისთვის აუცილებელი ზოგადი უმაღლესი განათლება და მეორეს მხრივ, კონკრეტულად საავიაციო დარგისათვის საჭირო ცოდნა, რაც სხვა ნებისმიერი მენეჯერისა და ბუღალტრისაგან გამოგარჩევთ, მაშინ არჩევანი საავიაციო უნივერსიტეტზე უნდა შეაჩეროთ, რადგან ამგვარ შესაძლებლობას არც ერთი სხვა უნივერსიტეტი არ იძლევა.

1ad1ca98-3664-4d8e-9db0-6075579b57bcროგორ მოვხვდეთ  საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე

აქ მოსახვედრად აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი ძირითადი საგანი უნდა ჩააბაროს: უნარები, უცხო ენა და ქართული. არჩევითი საგნებია: მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება.

ამ ფაკულტეტზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ნებისმიერ საგანში იგივეა, რაც შეფასებისა და  გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს დაწესებული.

ბიზნესის ფაკულტეტის მიმართულებები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სამი მიმართულება აქვს – საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და ტურიზმი.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით ართმევენ თავს თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს,  როგორც ქართულ ავიასაწარმოებში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათი უმეტესობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, თბილავიამშენში, საავიაციო ქვედანაყოფებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურაში.

a5d7ad9d-dc2d-44a1-b801-e4238cc6bcce„ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამები აერთიანებს როგორც საავიაციო მიმართულების, ასევე პროფესიულ საგნებსაც. შესაბამისად, კურსდამთავრებულებს არა ამხოლოდ ავიაციის მიმართულებით შეეძლებათ დასაქმდნენ, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილას, რადგან ჩვეულებრივი მენეჯერისა და ბუღალტრის უნარ-ჩვევებსაც ითვისებენ. სწორედ ამით განსხვავდებიან სხვებისგან,” – ამბობს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი გიორგი ევგენიძე.

რატომ მაინცდამაინც საავიაციო უნივერსიტეტი

საავიაციო უნივერსიტეტი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში საავიაციო დარგის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც მსურველებს სთავაზობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

„აქ სტუდენტი ეუფლება პროფესიას, რომელიც ძალიან საინტერესოა. ჩვენ ასეთი გამოთქმაც გვაქვს – „თუ ერთხელ ავიაციაში მოხვდი, იქიდან ვეღარ გამოხვალ“, – ამბობს დეკანი.

საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი საავიაციო უნივერსიტეტს ასე ახასიათებს – სტუდენტზე მაქსიმალურად ორიენტირებული.

„ჩვეულებრივი მენეჯერისთვის საჭირო ცოდნის გარდა, უნივერსიტეტი  საავიაციო მიმართულებითაც მაძლევს ცოდნას.  ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ავიაციაში შემიძლია მუშაობა. არჩევანი ბევრად უფრო ფართო მაქვს.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც საავიაციო უნივერსიტეტი მთავაზობს. თანაც, ვმუშაობ და ამაშიც ხელს მიწყობენ. ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ სტუდენტის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა უნივერსიტეტებში არც ასეთი მხარდაჭერა მექნებოდა და არც შესაძლებლობები,“ – ამბობს გიორგი.

პრაქტიკა და დასაქმების პერსპექტივები

ffce5e1d-966c-4161-a5f1-6f9f4eddc6b6გარდა თეორიული სწავლებისა, სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (ისევე როგორც სხვა ფაკულტეტებზე) პრაქტიკულ მუშაობასაც ეჩვევიან. პრაქტიკის გავლა მათ აეროპორტში და ავიაკომპანიებში უწევთ.

როგორც ფაკულტეტის დეკანი გიორგი ევგენიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, სტუდენტებისთვის პრაქტიკული მუშაობა მე-6 სემესტრიდან იწყება და ხშირად მათი დასაქმებით მთავრდება.

„სტუდენტი ძალიან საინტერესო გარემოში  გადის პრაქტიკას, პროგრამით გასავლელ კრედიტებს ითვისებს და ამავდროულად დამსაქმებელს თავის თავს წარუდგენს, როგორც პოტენციურ თანამრომელს. ანუ, დიდი შანსი უჩნდება იმისა, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ სამუშაოდ იქვე დარჩეს.

ასევე, თუ სტუდენტმა უცხო ენა კარგად იცის, მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი თავი უცხოურ ავიაკომპანიებსა და ავიასაწარმოებსაც შესთავაზოს,“ – დასძენს ევგენიძე.

გაცვლითი პროგრამები

უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus Mundus-ის გაცვლით პროგრამებში, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში.

როგორც დეკანი განგვიმარტავს,  ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტისათვის ეს პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლიდან იფუნქციონირებს. საინჟინრო ფაკულტეტი კი, ამ პროგრამით უკვე სარგებლობს და პარტნიორ უნივერსიტეტებში  დაახლოებით 30 სტუდენტია წასული.

„გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტმა კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება“ – დასძენს გორგი ევგენიძე.

საავიაციო სფეროს პერსპექტივები

რამდენად პერსპექტიულია საავიაციო სფერო? რამდენად ადვილად დასაქმდება ახალგაზრდა, თუკი განათლების მიღებას ამ კუთხით აირჩევს? ამ კითხვებზე პასუხად ბიზნესის ადმინისტრირების დეკანს რამდენიმე მარტივი მაგალითი მოჰყავს.

მისი თქმით, ყოველდღიურად მტკიცდება, რომ ავიაცია ძალიან მზარდი სფეროა. ამბობს, რომ სანამ დედამიწის მოსახლეობა და მსოფლიოს ეკონომიკა იზრდება, ეს სფეროც განაგრძობს ზრდას და შესაბამისად ახალი კადრების აუცილებლობა მუდმივად ჩნდება.

„თბილისის აეროპორტში ამჟამად მეორე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა სრულდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მგზავრთა ნაკადი მატულობს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი მგზავრობს თვითმფრინავით და აეროპორტის მომსახურე პერსონალიც ყოველწლიურად  უფრო მეტია საჭირო,“ – აღნიშნავს იგი.

ფასები      

აღსანიშნავია, რომ საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ფასების მხრივაც გამორჩეულია.

წინა წლებთან შედარებით, ბიზნესის ფაკულტეტზე ფასი შემცირდა და  2016-2017 სასწავლო წლისათვის წლიური ღირებულება 2250 ლარი იქნება.

გარდა ამისა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე 100%-იან ან 70%-იან გრანტს მოიპოვებს, უნივერსიტეტისგან თანადაფინანსებას მიიღებს და უფასოდ სწავლას შეძლებს!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური