GE

რა ვალდებულება დაეკისრათ სკოლებს პირველ კლასში სსსმ მოსწავლეთა მიღების პროცესში

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.

დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად, სკოლის დირექტორი ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობის 10% სსსმ მოსწავლეებისთვის გაითვალისწინოს.

,,საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური