რა ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო – ახალი დებულება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, 18 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ახალი დებულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომლებიც საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს აკისრია.
EDU.ARIS.GE-სა და ჩვენი მკითხველისთვის ამ კომპეტენციების ჩამონათვალის გაცნობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ორივე მხარეს სწორედ ამ სამსახურთან გვიწევს თანამშრომლობა და როგორც სამმართველოს ღიაობა, ისე ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა თუ ინფორმირებულობაზე აისახება.
1. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მინისტრის, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;
ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
გ) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; მათთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მიწოდება;
ე) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესის კოორდინაცია;
ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვა;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს მოსამსახურეებისთვისა და სპიკერებისთვის ინსტრუქციის შემუშავება;
თ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, მედიასემინარების, მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;
ი) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავება;
კ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგის უზრუნველყოფა და ანალიზი, ტენდენციების ან/და პრობლემური თემების გამოკვეთა და მათზე რეკომენდაციების მომზადება;
ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ოფიციალური გამოსვლებისთვის ტექსტების/სასაუბროების მომზადება;
მ) სამინისტროსთვის ვიზუალური ფოტო/ვიდეომასალების მომზადება; მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;
ნ) სამინისტროს ვებგვერდის, სოციალური გვერდისა და სხვა ციფრული არხების მართვა, ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;
ო) საზოგადოებასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
პ) ციფრული მედიის მონიტორინგი, ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ჟ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
რ) სამინისტროს შიდა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება;
ს) სამინისტროში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება;
ტ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს/დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
5. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
6. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
7. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
იხილეთ განათლების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ახალი დებულება სრულად
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება