რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია მარიკა ლორთქიფანიძე
როგორ უნდა გავხადოთ დასვენება სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო, უნდა ვიკითხოთ თუ არა და რა უნდა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე, Aris.ge-განათლების რუბრიკის სტუმარია აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე:
„ადამიანი უნდა კითხულობდეს სულ. განსაკუთრებით, სკოლის ასაკში, არდადეგების დროს. რაც შეეხება საკითხავ ლიტერატურას, ეს ბავშვთან ერთად მშობელმაც უნდა შეარჩიოს. პატარა ასაკში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ლიტერატურა“, – ამბობს მარიკა ლორთქიფანიძე.
გთავაზობთ მის მიერ შემოთავაზებულ საკითხავი ლიტერატურის სიას, რომელიც ადამიანს მოზარდობის ასაკში უნდა ჰქონდეს წაკითხული:
- რევაზ ინანიშვილის შემოქმედება
- გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“
- ნოდარ დუმბაძის შემოქმედება
- გოდერძი ჩოხელის შემოქმედება
- საბავშვო ბიბლია
- ბერძნული მითები
- რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“
- მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“
- ბიჩერ სტოუს „ბიძა თომას ქოხი“
- აივენჰო
- ასტრინდ ლინდგრენის შემოქმედება
- ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“
- ჯიულ ვერნის „80 ათასი კოლომეტრი წყალქვეშ“
- ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“
- ჯონათან სვიფტი „გულივერის მოგზაურობა“
- ჯეკ ლონდონის შემოქმედება
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი
რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი
რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი
ქეთი არის© გიგოლაშვილი