რამდენ სკოლაში შეძლებს მასწავლებელი ფუნქციური დანამატის მიღებას – ცვლილებები ანაზღაურების შესახებ ბრძანებას შეეხო
21 სექტემბრიდან ცვლილებები შევიდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში.
ბრძანებას დაემატა ახალი ჩანაწერები მასწავლებლის ფუნქციური დანამატის თაობაზე და ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი მუხლი. დანამატის ოდენობა გივი მიქანაძის ბრძანებაში 200 ლარით არის განსაზღვრული და ვრცელდება 2026 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დაწყებითი კლასების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება
1. მასწავლებელს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებითი კლასების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება და დაწყებით საფეხურზე ასწავლის საგანს – ჭადრაკს – შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება დადგენილი წესით.
2. მასწავლებელს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებითი კლასების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება და დაწყებით საფეხურზე ასწავლის საგანს – „მე და საზოგადოება“ – შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება დადგენილი წესით.
წამყვან მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.
მენტორ მასწავლებელს მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი“.
წამყვან სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი“.
მენტორ სპეციალურ მასწავლებელს მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი“.
განსხვავებული მიდგომა იმოქმედებს 2027 წლის პირველ იანვრამდე
მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს:
ა) წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მის მიერ შერჩეულ ერთ სკოლაში, თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე ფუნქციური დანამატი მიეცემა თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დასაქმებულია მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად;
დაანგარიშებისას გასათვალისწინებელი სხვა გარემოებები იხილეთ მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება