რამდენად აქვთ სახლში მოსწავლეებს ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები, – სამინისტრომ სკოლებს ამ ინფორმაციის მოძიება დაავალა
24 მარტს, სკოლებმა მიიღეს ინსტრუქციები, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) აესახათ თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია, აქვთ თუ არა ინტერნეტი სახლში და კომპიუტერული მოწყობილობები.
სკოლამ, თავის მხრივ, ამ ინფორმაციის მოძიება კლასის დამრიგებლებს დაავალა.
“დისტანციური სწავლების ხელშწყობის მიზნით, ინფორმაციის სრულყოფილად ასახვისათვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), ჰყავდეს მითითებული მშობელი, მათი საკონტაქტო მონაცემებით“, – წერია ასევე სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ ინსტრუქციაში.
მოსწავლის პირად ბარათში აუცილებლად ითხოვს სამინისტრო ასახვას: აქვს თუ არა ინტერნეტი? კაბელით ინტერნეტკავშირი თუ მობილურით? WiFi? რომელი ინტერნეტპროვაიდერია? აქვს თუ არა რამდენი კომპიუტერული მოწყობილობები, რა ტიპის და რამდენი.
მშობლების კითხვების პასუხად – როგორ უნდა გააქტიურდეს მოსწავლის ანგარში Microsoft Teams-ში
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან