რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა მონაცემები 2018 წლის გამოცდებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრირებულია 17 000-მდე აპლიკანტი; 36 000 – მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 500-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა რეგისტრაცია საგრანტო კონკურსისთვის, ხოლო მაგისტრანტობის 9 000-მდე კანდიდატი გვყავს.
შეგახსენებთ, რომ გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. აპლიკანტმა ელექტრონული რეგისტრიციის გავლის შემდეგ რესურსცენრში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს აპლიკანტთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – 27 400-მდე. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელი იყო, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურდათ, ხოლო ნაწილი პროფესიაში შესვლის მსურველი.
ამავე თემაზე:
2018 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე საგნების ჩამონათვალი და დავალებების ტიპები
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება