რა საქმეები ჩააბარეს განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს და ვინ არის პასუხისმგებელი ყველაზე მეტ მიმართულებაზე უწყებაში
2024 წლის პირველი იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკვე ახალგაზრდობის მიმართულებაც დაემატა და გიორგი ამილახვარის უწყებას სახელთან ერთად საქმიანობის სფეროც გაეზარდა.
ახალგაზრდობის მიმართულებით ჩაფიქრებულ გეგმებზე ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ:
“2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა და უახლოეს მომავალში, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სერვისისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შეთავაზება” (განათლების სამინისტრო 25 იანვარი, 2024 წელი).
ახალგაზრდობის მიმართულება არ ჩაუბარებიათ გიორგი ამილახვარის მიერ პირველი მოადგილის პოზიციაზე 2023 წლის მიწურულს დანიშნული ალექსანდრე წულაძისთვის.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდომის სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს გაგზავნილ კითხვებზე პასუხის საფუძველზე, 25 იანვარს გავარკვიეთ, გიორგი ამილახვარის ახალ პირველ მოადგილეს შემდეგი საქმეების მართვა ჩააბარეს:
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (რომლის ხელმძღვანელიც მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილია ავტ.) და სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ახალგაზრდობის მიმართულება – სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კი, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის გამინისტრების შემდეგ დანიშნულ ნოდარ პაპუკაშვილს ჩაბარდა. სწორედ ის არის უწყებაში ყველაზე მეტ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირიც.
მისი საკურატორო სფეროიების ჩამონათვალი ამჟამად ასეთია: იურიდიული დეპარტამენტი, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნოდარ პაპუკაშვილი პარალელურად ასრულებს სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციებსაც, რა პოზიციაზეც თავდაპირველად, განათლების კომიტეტმა განათლების მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე თამარ მახარაშვილი დაამტკიცა.
დღეს თამარ მახარაშვილის საკურატორო სფეროა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ – სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები.
წარსულში საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი და დღეს განათლების მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, გელა გელაძე ისეთ მიმართულებებს ხელმძღვანელობს, როგორიცაა: ეკონომიკური დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, ადმინისტრაცია (დეპარტამენტი), სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატური, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება