რატომ არის სწორი ფორმა „დრამული“ და „დრამატული“ – რა უნდა ვიცოდეთ ზოგიერთი ზედსართავი სახელის შესახებ
ქართულ ენაში ახალი ნორმების დამკვიდრების შესახებ საქართველოს სხელმწიფო ენის დეპარტამენტი მუშაობს და ცვლილებება თუ სიახლეებს გვაცნობს.
დეპარტამენტის მიერ ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხება ბერძნულიდან მომდინარე მა-ზე დაბოლოებული არსებით სახელთაგან ზედსართავთა წარმოებას.
კერძოდ:
ბერძნულიდან მომდინარე მა-ზე დაბოლოებული არსებით სახელთაგან ზედსართავთა წარმოებისას -იურ და -ურ სუფიქსთაგან მხოლოდ-ურ უნდა იქნეს გამოყენებული: პნევმატ-ურ-ი და არა პნევმატ-ი-ურ-ი, პრაგმატ-ულ-ი და არა პრაგმატ-ი-ულ-ი, სომატ-ურ-ი და არა სომატ-ი-ურ-ი…;
თუ ნასესხებია ზედსართავი სახელები, რომელთა შესაბამისი მა-დაბოლოებიანი არსებითი სახელები ქართულში არ მოიპოვება, მაშინ ზედსართავი ქართულში ფორმდება ბერძნული ატ-ელემენტიანი ფუძისაგან: პრაგმატ-ულ-ი, სომატ-ურ-ი;
EDU.ARIS.GE-ს გრამატიკული ცნობარი
პარალელური ფორმებიდან ასევე ორივე ვარიანტია დასაშვები, როდესაც მათ შორის შინაარსობრივი (ნიუანსობრივი) სხვაობაა:
-სისტემური – სისტემატური
-სისტემური (სისტემის მიხედვით გაკეთებული, თანამიმდევრული) ანალიზი
-სისტემატური (რეგულარული) ვარჯიში
-სქემური – სქემატური სქემური (სქემის სახით მოცემული) გეგმა
-სქემატური (ბუნდოვანი, გამოუკვეთელი) სახე, ხასიათი (ნაწარმოებში)
-დრამული – დრამატული დრამული (დრამის ფორმის) ნაწარმოები, თხზულება დრამატული (დრამატიზმით აღსავსე, დაძაბული) სიტუაცია ასევე: დრამატული თეატრი პრობლემური – პრობლემატური პრობლემური სესხი პრობლემატური საკითხი ტრავმული – ტრავმატული ტრავმული დაზიანება ტრავმატული იარაღი, სპორტი
იხილეთ განმარტებები დეტალურად: ზესდსართავი სახელების წარმოება ბერძბულიდან მომიდინარე მა-ზე დაბოლოებულ არსებიტ სახელთან
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
-
სვამს თუ სვავს, უნახია თუ უნახავს? – რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა თემის ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებით
by გრამატიკული ცნობარი
-
თანაგიგრძნობ თუ გითანაგრძნობ? – ის, რაც აბიტურიენტმა რთული და კომპოზიტებისგან ნაწარმოები ზმნების მართლწერაზე უნდა იცოდეს
by გრამატიკული ცნობარი
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი