რეგისტრაციის დაწყებამდე, 103-ე სკოლასთან აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე სესიის რეგისტრაციის დაწყებამდე, 103-ე საჯარო სკოლასთან, აბიტურიენტი გოგონა შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა მშობლებმა და გულშემატკივრებმა აღმოუჩინეს, ასევე სასწრაფო დამხარების ბრიგადამ, რომელიც ადგილზე იყო, ის გასინჯა და აბიტურიენტი ახლა თავს სტაბილურად გრძნობს.
ამასთან, ცენტრის წარმომადგენელმა საჭიროდ ჩათვალა მისი სკოლის შენობაში შეყვანა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ, EDU.ARIS.GE-მ საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელთან გაარკვია, აბიტურიენტი თავს უკეთ გრძნობს და გამოცდაში მონაწილეობას მიიღებს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გამოცდის მესამე სესიაზე აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი, 09:00 საათზე დაიწყება.
4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა თამარ შუკვანმა
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025
-
„გამოცხადდება კონკურსი“ – განათლების სამინისტროს გეგმით, დირექტორი, ყველა საჯარო სკოლას 2027 წელს უნდა ჰყავდეს by ARIS.GE-განათლება 4 აპრილი, 2025
-
განათლების სამინისტრო 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტს აქვეყნებს – დოკუმენტი და საჯარო განხილვების ვადა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 3 აპრილი, 2025