„რისი უფლება აქვთ მასწავლებლებს საათებთან მიმართებაში“ – განათლების მუშაკთა პროფკავშირის მიმართვა
ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, სკოლებში საათების განაწილების თემაზე კოლეგებისთვის საგულისხმო განმარტებას გააკეთა საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებამ (პროფკავშირმა), სადაც კანონმდებლობის, კერძოდ კი შრომის კოდექსის მოშველიებით, საათების განაწილების პროცესში სკოლის ვალდებულებას უსვამენ ხაზს:
“არ წყდება კითხვები საათების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
რადგან ეს საკანონმდებლო ნორმა არასოდეს აუხსნიათ მასწავლებლებისთვის იმ ორგანიზაციებს, ვისაც პირდაპირ ევალება მასწავლებელთა უფლებებისთვის ბრძოლა, მოდით ჩვენ დაგეხმარებით მოკლედ და კონკრეტულად, შრომის კოდექსიდან აგიხსნათ, რისი უფლება გაქვთ მასწავლებლებს საათებთან მიმართებაში.
მასწავლებლის საგაკვეთილო საათების რაოდების ცვლილება წარმოდგენს დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის შემადგენელ ნაწილს და შესაბამასისად, რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით და მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებით. ამავე დროს, შრომის კოდექსი ორგანული კანონია და მისი მოთხოვნების შეცვლა ან გაუქმება მინისტრის აქტებით დაუშვებელი უკანონობაა.
სკოლასა მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთიერთობის პირობები გაწერილია შრომით ხელშეკრულებაში, რომელის პირობების შესრულებაზე თანხმობა გამოხატულია მასწავლებლის და დირექტორის ხელმოწერით ანუ ორმხრივი თანხმობის დასტურით და თუ უკვე არსებულ ხელშეკრულებაში შედის ცვლილებები ისინი უნდა გაფორმდნენ კანონის შესაბამისად.
მასწავლებელს შრომის ანაზღაურება ეძლევა საგაკვეთილო საათების მიხედვით და არა ასტრონომიული დროის მიხედვით რაც ნიშნავს იმას, რომ საგაკვეთილო საათების რაოდენობის ცვლილება იწვევს მასწავლებლის შრომის ანაზრაურების ცვლილებას და ამიტომ ასეთი ცვლილება წარმოდგენს მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში შესატან არსებით ცვლილებას.
საქართველოს შრომის კოდექსი
მუხლი 14. შრომითი ხელშეკრულების შინაარსი:
1. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:
ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;
შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილება რეგულირდება შემდეგი საკანონმდებლო ნორმით:
მუხლი 20. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა
2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
ამდენად, საგაკვეთილო საათების ნებისმიერი ცვლილებასთან დაკავშირებით გამოხატული უნდა იქნას დასაქმებულის ანუ მასწავლებელის თანხმობა. შეცვლილი პირობები უნდა გაფორმდეს წერილობით, ხოლო თანხმობა ორივე მხრიდან (მასწავლებელი და დირექტორი) უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.
სხვა შემთხვევაში შრომით ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არალეგიტიმურია!”, – განმარტავენ საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებაში.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა სკოლაში წლობით დასაქმებული პედაგოგები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ხაზგასმით ამბობენ, რომ არ ახსენდებათ ერთი შემთხვევაც კი, სკოლას მასწავლებლის საათების ცვლილება ხელშეკრულებაში დაეფიქსირებინოს:
“ჩვენ გვაქვს მუდმივი ხელშეკრულებები და მხოლოდ მაშინ გვაწერინებენ ხელს რამეზე, როდესაც მაგალითად სტატუსი შეგვეცვლება. საათების ცვლილებაზე მსგავსი არ ყოფილა. შეიძლება, დირექტორებმა არც კი იციან, რომ ას ეუნდა იყოს, რადგან ისინი საგანმანათლებლო რესურსცენტრების იურისტებისგან იღებენ ხოლმე დირექტივებს”.
პ.ს. ნახეთ შრომის კოდექსის ბოლო, კონსოლიდირებული ვერსია
ამავე თემაზე:
რატომ ანაწილებს სკოლაში საათებს დირექტორი? – საათების კრიზისი „ქართულად“ და მზა გამოსავალი
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
