GE

რატომ ანაწილებს სკოლაში საათებს დირექტორი? – საათების კრიზისი „ქართულად“ და მზა გამოსავალი

„ის, რომ საჯარო სკოლაში საათებს სკოლის დირექტორი ანაწილებს არასწორია, სკოლებში უნდა ჩამოყალიბდეს, საათები გამნაწილებელი კომიტეტი, რომელშიც დირექციის ერთი წარმომადგენელი, მასწავლებლები და მშობლები იქნებიან ჩართულნი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან შალვა მინდაძე, განათლების კონსულტანტი და საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

სპეციალისტი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას, ძირეულად შეცვლილი კანონი, რომელსაც დაეყრდნობა სკოლა და თუ არ არსებობს ასეთი, თავად უნდა შექმნას და შინაგამაწესში ჩაწეროს, რისი უფლება სრულად აქვს.

„ნებისმიერი ერთპიროვნული ჩარევა, დირექტორის მხრიდან, აღიქმება დისკრიმნაციად ან გამორჩევად. თუმცა, პრაქტიკაში არსებობს სკოლები, სადაც შინაგანაწესში უწერიათ სკოლებს, რომ თუ პრობლემა ვერ გვარდება და საათები ვერ ნაწილდება, მაშინ ამ პროცესში დირექტორი ერევა. თუმცა ეს თვითნებურად მიღებული კანონია და არა ზოგადი განათლების კანონში, ან დირექტორების კოდექსში გაწერილი.

კანონი სულაც არ მიუთითებს, რომ დირექტორს განაწილების უფლება ეძლევა — არც დადებითად (დადასტურების შემთხვევაში) და არც უარყოფითად.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი (მუხლი 1–2, 24–26) აღწერს მართვის ზოგად პრინციპებს, ავტორიზაციასა და სისტემური რეგულაციებს, მაგრამ მოკლედ არ მიანიჭებს დირექტორს სპეციალურ უფლებამოსილებას, სა ანზღაურების ან საათების განაწილების საკითხში. დირექტორის უფლებამოსილებების ნაწილი, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის წესი ან დისციპლინა, არის გამჭვირვალეა (მაგ. დისციპლინური ზომების მიღება), მაგრამ საათების განაწილებაზე მითითება არ არის კანონიერი ნორმატივი.

არსებული პრაქტიკა სკოლებში — როდესაც დირექტორი საათებს ანაწილებს — ხშირად არის უსაფუძვლო, სტატუსზე დაფუძნებული და აუდიტორულად გაუფრთხილებელი. პედაგოგთა ნაწილის რეკომენდაციაა, რომ საათების განაწილება უნდა ხდებოდეს კოლეგიურად და წესდებით, მაგალითად — კათედრის დონეზე, ან სამეურვეო საბჭოში ჩართულობით, და არა დირექტორის პირად ხედვაზე დაყრდნობით .

ამგვარად, კანონი არ ანიჭებს დირექტორს სამართლებრივად დასაბუთებულ თავისებურ უფლებამოსილებას, საათების განაწილების საპატიო ან ექსკლუზიურ განხორციელებაზე. შესაბამისად, პრაქტიკაში ამ უფლებამოსილების არსებობა უკავშირდება მხოლოდ მოქმედებას ნაციონალურ ნორმატიურ აქტებში. თუ მასწავლებლებს სურთ სამართლიანი, გამჭვირვალე და გადაწყვეტილი საათების განაწილება, საფუძველი უნდა დაედოს ასკოლის შიდა მართვის წესდებებს ან სამეურვეო საბჭოს/პედაგოგიურ საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ჩართვას“, – უხსნის EDU.ARIS.GE-ს შალვა მინდაძე.

შალვა მინდაძე საათების განაწილებასთან დაკავშირებით საქართველოს სკოლებში არსებულ პრობლემატიკას პუნქტობრივად აყალიბებს და მათი გადაჭრის გზებს სხვა ქვეყნების მაგალითებით გვთავაზობს:

სასწავლო საათების განაწილების კრიზისი საქართველოში და გამოსავალი ევროპული გამოცდილების ფონზე

პრობლემა საქართველოში

დღეს საქართველოს სკოლებში საათების განაწილება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემად რჩება.

– არ არსებობს დაწერილი ნორმა მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის შესახებ;

– გადაწყვეტილებები ხშირად მიიღება კულუარებში;

– გამოცდილ პედაგოგს უპირატესობა ენიჭება ახალბედასთან შედარებით;

– დამატებითი შრომა (ინკლუზიური ჯგუფი, მრავალპარალელობა, ორცვლიანი ცრილი) არ ფასდება;

– მთავარი კრიტერიუმი ზოგჯერ ხდება არა პროფესიული, არამედ „ვინ ვისთან უკეთ არის“.

ამან გამოიწვია ის, რომ საათების განაწილება საქართველოში ხშირად იქცევა დაპირისპირების, კონკურენციისა და დაძაბულობის წყაროდ.

როგორ ნაწილდება საათები ევროპაში

დიდი ბრიტანეთი

1,265 საათი წელიწადში (195 დღე).
10% PPA time ხელშეუხებელია მომზადებისთვის და შეფასებისთვის.
სკოლაში მოქმედებს საათები გამნაწილებელი კომიტეტი, რომელიც საათებს ანაწილებს და მასწავლებლებს აძლევს კომენტარის გაკეთების უფლებას.

საფრანგეთი

კანონის დონეზე: 18 საათი (სერტიფიცირებული), 15 საათი („agrégé“ – დამწყები/არაუმეტეს 3 წლამდე) კვირაში.
ნორმა ერთიანია, ამიტომ საათებზე ჩხუბი პრაქტიკულად არ ხდება.

გერმანია

საშუალოდ 25–27 გაკვეთილი კვირაში.
ზედმეტი შრომა („Mehrarbeit“) ფინანსურად ანაზღაურდება.
ზოგიერთ რეგიონში მოქმედებს ქულათა ცხრილი – მძიმე საგნები(ფიზიკა, მათემატიკა) ითვლება ორმაგად ქულად და საათად.

ფინეთი

16–24 საათი კვირაში, დანარჩენი დრო — მოსამზადებელი და კოლაბორაციული.
დამატებითი საათები ნაწილდება საერთო შეთანხმებით, ღია კრიტერიუმებით.

ესტონეთი

35 საათი კვირაში, აქედან 18–24 სწავლებაა.
დანარჩენი დრო განისაზღვრება კონტრაქტით: მომზადება, შეფასება, სხვა მოვალეობები.

ნიდერლანდები

1,659 საათი წელიწადში, მაქს. 930 სწავლებაა.
სკოლა ადგენს „მასწავლებლის სამუშაო გეგმას“, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი და პროფკავშირი.

ესპანეთი

დაწყებით საფეხურზე: 25 გაკვეთილი კვირაში.
საშუალოზე: 18–21 გაკვეთილი.
საათების განაწილება ხდება რიგის პრინციპით: სრულ განაკვეთზე დასაქმებულები – პირველ რიგში.

რას გვასწავლის ეს გამოცდილება

– ყველგან არსებობს მინ. და მაქს. ნორმა.
– გათვალისწინებულია მომზადებისთვის გამოყოფილი დრო.
– გადაწყვეტილება ეფუძნება წერილობით დოკუმენტს და კრიტერიუმებს.
– დამატებითი დატვირთვა ანაზღაურდება ან კომპენსირდება.
– მასწავლებელი ჩართულია პროცესში.

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში?

1. ნორმების განსაზღვრა
კანონის დონეზე უნდა გაწეროს მინ. და მაქს. საათები (მაგ., 10–15 სრული განაკვეთისთვის).
2. ბაზისური განაწილება
ყველა მასწავლებელი იღებს თანაბარ საწყის დატვირთვას.
3. ნაშთის საათების განაწილების კრიტერიუმები – თითოეულ მასწავლებელს ენიჭება ბაზისური დატვირთვა (მაგ. 10 საათი); დარჩენილი საათები („ნაშთი“) ნაწილდება ქულების სისტემის მიხედვით.

10+ საათის კრიტერიუმები (დამატება)

1. საგამოცდო კლასი (+2 საათი)
მასწავლებელი, რომელიც იღებს X-XI-XII კლასს ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად.
დამატება ემსახურება იმ შრომის კომპენსაციას, რომელიც დაკავშირებულია მაღალი პასუხისმგებლობისა და სტრესის პირობებში მუშაობასთან.

2. ინკლუზიური კლასი (+1 საათი)
თუ მასწავლებელს ჰყავს მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებით (სსსმ).
მოითხოვს მეტ დროსა და რესურსს, ამიტომ დამატებითი საათი სამართლიანია.

3. მძიმე დროითი გრაფიკი (+1 საათი)
გაკვეთილი არაკომფორტულ დროს (მაგ. გვიან საღამოს ან დღის შუაში გაწყვეტილი გრაფიკით).
დამატება არის კომპენსაცია სამუშაო პირობების სირთულისთვის.

4. აღიარებული პედაგოგი (+1 საათი)
შიდა გამოკითხვებითა და შეფასებებით გამოყოფილი მასწავლებელი, რომელსაც კოლექტივი ან მოსწავლეები გამოარჩევენ პროფესიონალიზმით.
დამატებითი საათი მოტივაციისა და პროფესიული ავტორიტეტის აღიარებაა.

5. ჩართული სკოლის მართვასა და PR-ში (+1 საათი)
მასწავლებელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული სკოლის ადმინისტრაციულ საქმეებში, ღონისძიებებში, კომუნიკაციაში ან პროექტებში.

დამატებითი საათი აღიარებს ამ დამატებით პასუხისმგებლობას.

10− საათის კრიტერიუმი (შემცირება)

1. წინა წელს დატვირთული ნაკადი (−1 საათი) – მასწავლებელი, რომელსაც წინა წელს ჰქონდა ზედმეტად დიდი დატვირთვა ან მძიმე ნაკადი (მაგ., რამდენიმე პარალელი ან განსაკუთრებულად რთული კლასი). ახალი წლისთვის საათები მცირდება, რათა მოხდეს როტაცია და სამართლიანი განაწილება.

შედეგი

ამ მოდელის მიზანია, რომ ნაშთი საათები (მაგ. 3–5 საათი) გადანაწილდეს ობიექტურად და გამჭვირვალედ. ყველას აქვს საბაზისო 10/15 საათი.(რამდენის თანაბეად გაყოფის საშუალებასაც იძლება სასაათო ბადე).

2. დანარჩენი ნაწილდება ქულების მიხედვით: ვისაც მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სირთულე და მეტი ჩართულობა აქვს, ის იღებს დამატებით საათსაც.

3. ვისაც წინა წელს ჰქონდა გადატვირთული განრიგი, საათი უქვეითდება.

4. როტაცია – პრესტიჟული ან რთული კლასები ყოველ 2–3 წელიწადში იცვლება.

5. გამჭვირვალე პროცესი – განაწილების წინასწარი ვერსია უნდა გამოქვეყნდეს მასწავლებელთა ოთახში, მასწავლებლებს ჰქონდეთ კომენტარის უფლება.

6. დამატებითი დატვირთვის ანაზღაურება – მეტი პარალელი, რთული ნაკადი ან მეორე ცვლის გრაფიკი უნდა აისახოს ან ხელფასში, ან სხვა შეღავათში.

7. საათების გამნაწილებელი კომიტეტი – თითოეულ სკოლაში უნდა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, რომელშიც იქნებიან ადმინისტრაციის, კათედრის და მასწავლებელთა საბჭოს წარმომადგენლები. კომიტეტი შეიმუშავებს და დაამტკიცებს შინაგანაწესს, სადაც გაწერილი იქნება ობიექტური კრიტერიუმები (ვეტერანობა, ინკლუზიური გამოცდილება, გამოცდის კლასები და სხვ.). კრიტერიუმების საფუძველზე საათების განაწილება აღარ იქნება „ვინ ვისთან მეგობრობს“, არამედ ობიექტური წესით.

8. კულტურის შეცვლა – უნდა დამკვიდრდეს პრინციპი: „მეტი საათი ≠ მეტი პრესტიჟი“.
მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

9. პროფკავშირების ჩართვა – მასწავლებელთა პროფკავშირი უნდა გახდეს გარანტი, რომ წესები დაიცვან და გადაწყვეტილება სამართლიანად მიიღონ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

10. სკოლაში უნდა დაინერგოს წესი, წლის საუკეთესო 5 მასწავლებელი – შეიქმნას კრიტერიუმები და ჟიური, გამოვლენათა წესით. ერთვება სასკოლო საზოგადოებაც. 5-ვე მასწავლებელს ეძლევა (+3/4 საათი).

დასკვნა

საქართველოს სკოლებში საათების განაწილება დღეს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ღრმად კულტურული პრობლემაა.

გამოსავალი არის:
– კანონით განსაზღვრული ნორმები,
– გამჭვირვალე პროცესი,
– როტაცია და კომპენსაცია,
– საათების გამნაწილებელი კომიტეტის შექმნა და შინაგანაწესის მიხედვით კრიტერიუმების დაწერა,
– მასწავლებელთა ჩართულობა.

ასეთი სისტემით, სკოლის შიგნით დაპირისპირების ნაცვლად დამკვიდრდება სამართლიანობა და მასწავლებლები დროსა და ენერგიას მოსწავლეთა განათლებას მოახმარენ.

ასევე იხილეთ:

საათებზე ბრძოლა სკოლაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური