როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ქართულის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები – „ნაეკის“ პასუხი
6 ივლისს დასრულდა 2022 წლის აბიტურიენტების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გამოცდა სულ ხუთ სესიად ჩატარდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი აპლიკანტისთვის დამატებითი სესია უნდა გაიმართოს, გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ჯერ არ გამოქვეყნდება.
EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან, თუმცა განუმარტავენ, რომ ტესტები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ძირითადთან ერთად, ჩატარდება ქართულის გამოცდის დამატებითი სესიაც.
დამატებითი სესიების ჩანიშვნა წელს დაშვებულია როგორც აპლიკანტისთვის კორონავირუსის დადასტურების, ისე სხვა კანონით განსაზღვრული მიზეზებით.
ვიდრე შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგამოცდო ტესტების ვარიანტებს გამოაქვეყნებს, იხილეთ აბიტურიენტების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოყოლილი საკითხები, რომლებიც მათი ინფორმაციით, სესიების განმავლობაში შეხვდათ:
„ჯაყოს ხიზნები“ და „წერილი დედას“ – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის ბოლო, მეხუთე სესიაზე
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება